ადამიანის გენომი - My articles - Publisher - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
My articles [20]
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » My articles

ადამიანის გენომი
მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა რევოლუციური გადატრიალებით გენეტიკის დარგში - ადამიანებმა ისწავლეს გენეტიკური ინფორმაციის კითხვა.

ადამიანის გენომის აღმოჩენის ისტორია იწყება დნმ-ის აღმოჩენიდან. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) გამოყოფილი იქნა უჯრედის ბირთვიდან, რის გამოც მიიღო ეს სახელწოდება (ბერძნულად nucleus ბირთვს ნიშნავს). იგი წარმოადგენს 3 მლრდ გენეტიკური აგურისაგან, ე.წ. ნუკლეოტიდებისაგან შემდგარ ორმაგ სპირალს და მის მოლეკულაში ინახება ადამიანის ორგანიზმის მთელი მემკვიდრული ინფორმაცია (ადამიანის გენომი). ნუკლეოტიდები აღინიშნებიან მათ შემადგენლობაში შემავალი აზოტური ფუძეების პირველი ასოებით, მაგ. "ა" - ადენინი, "ც"-ციტოზინი, "გ"-გუანინი, "თ"-თიმინი. სწორედ ამ 4 ნუკლეოტიდის სხვადასხვა თანმიმდევრობით იქმნება კოდირებული გენეტიკური ინფორმაცია. დნმ მოთავსებულია ქრომოსომებში. ადამიანის უჯრედი შეიცავს 46 ქრომოსომას. დნმ შედგება ცალკეული უბნებისაგან _ გენებისაგან. გენი - ეს არის მემკვიდრეობითობის ერთეული, იგი წარმოადგენს დნმ-ის მოლეკულის ნაწილს და შეიცავს კოდირებულ ინფორმაციას ერთ ცილაში ან რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) ამინომჟავების განლაგების თანმიმდევრობის შესახებ. გენების ნაკრებს ადამიანის დნმ-ში გენომი ეწოდება. ადამიანის გენომის სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში შეიძლება ორ მეტრს აღწევდეს.

დღემდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანს აქვს დაახლოებით 140 000-მდე გენი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არც ისე ბევრი გენი გვაქვს -- დაახლოებით 30 ათასამდე, მაგრამ მათში შენახულია უამრავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და მათი ფუნქციების შესახებ. 

ზემოთაღნიშნული სამი მილიარდი გენეტიკური "ასოს" თანმიმდევრობა გაშიფრული და განცხადებული იქნა 2001 წლის 12 თებერვალს, ჩარლზ დარვინის დაბადების დღეს, რომლის ევოლუციურმა მოძღვრებამ ამ გრანდიოზული სამუშაოს შედეგად მოლეკულური დასაბუთება მიიღო. გენომის გაშიფვრა მიმდინარეობდა ათი წლის განმავლობაში მეცნიერთა საერთაშორისო კოლექტივის მიერ პროექტის "ადამიანის გენომი" ფარგლებში.
1988 წელს დნმ-ის ცნობილი ორმაგი სპირალის ერთ-ერთმა პირველაღმომჩენმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯ. უოტსონმა სახალხოდ გამოთქვა აზრი ადამიანის დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სრული გაშიფვრის რეალური შესაძლებლობის შესახებ. იმავე 1988 წელს ანალოგიური იდეით გამოვიდა ცნობილი რუსი მოლეკულური ბიოლოგი და ბიოქიმოკოსი ა. ბაევი (1904-1994). თავიდან ამ იდეას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა ნაკლებად რეალურია და გაუმართლებელია სამეცნიერო თვალსაზრისით, ამავე დროს იგი მოითხოვს უზარმაზარ დანახარჯებს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ ეს საკითხი უკვე სერიოზული განხილვის ღირსად მიიჩნია. 

1989 წლიდან აშშ-ში და სსრკ-ში ფუნქციონირება დაიწყეს შესაბამისმა სამეცნიერო პროგრამებმა. 1990 წელს აშშ-ს მთავრობამ დაიწყო პროექტი Human Genome Project, რომლის მიზანიც გახლდათ ადამიანის გენომის სრული სტრუქტურის განსაზღვრა. მის რეალიზაციას სათავეში ჩაუდგა ადამიანის გენომის ნაციონალური ინსტიტუტი. ყოფილ საბჭოთა კავშირში მთავრობის დადგენილებით ორგანიზებულ იქნა პროგრამის "ადამიანის გენომი" სამეცნიერო საბჭო ა. ბაევის ხელმძღვანელობით და დაიწყო მისი დაფინანსება. სამეცნიერო საბჭომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის მოთავე ინსტიტუტის ბაზაზე შემოიკრიბა მრავალი მანამდე დაქსაქსული ჯგუფი და გააერთიანა მათ მიერ წარმოებული კვლევები. 

ნაციონალური კვლევითი პროგრამების კოორდინაციის მიზნით შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის გენომის შესწავლის დარგში _ HUGO, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო აკად. მირზაბეკოვი. 6 ქვეყნის მეცნიერები შეთანხმდნენ სხვადასხვა ქრომოსომებთან და ადამიანის გენომის ფრაგმენტებთან მუშაობის, აგრეთვე მისი სრული სტრუქტურის გასაშიფრად ერთობლივი სამუშაოების წარმოების შესახებ. რუს მეცნიერებს წილად ხვდათ მესამე და მეცხრამეტე ქრომოსომის სტრუქტურის შესწავლა. თავიდანვე იქნა მიღწეული შეთანხმება მთელი ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ პროექტის მონაწილე ყველა მხარისათვის, მიუხედავად მათი წვლილისა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და სახელმწიფოებრივი კუთვნილებისა. ამჟამად არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები, სადაც არის აკუმულირებულია მთელი ინფორმაცია მოცემულ საკითხზე. 

HUGO-ს ძირითადი მოწინააღმდეგეს გენომის სტრუქტურის განსაზღვრის დარგში წარმოადგენს კორპორაცია "Applera"-ს (ადრინდელი სახელწოდებით "PE Biosystems") კერძო კომპანია "Celera Genomics", რომელსაც კრეიგ ვენტერი ხელმძღვანელობს. ამ ფირმაში თავმოყრილ სპეციალისტებს გამოარჩევთ შედარებით განსხვავებული მეთოდური მიდგომა გენომის სეკვენირებისადმი. მათ შექმნეს მონაცემთა დამუშავებისა და წარმოდგენის საკუთარი, ძირითადად კომერციაზე ორიენტირებული, სისტემა.

კატეგორია: My articles | დაამატა: stombox (2009-01-14)
ნანახია: 510 | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები