სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » მასალის არქივი
ყავის მოყვარულებს აქვთ ფსიქიატრთან მოხვედრის რეალური რისკი. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰალუცინაციები, რომელსაც იწვევს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელების 90% ამა თუ იმ სახით, ყოველდღიურად იღებს კოფეინს. უფრო მეტიც, ეს პრეპარატი შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მოიხმარება მსოფლიოში.
სუფთა სახით, კოფეინი წარმოადგენს ნახევრად გამჭვირვალე თეთრ ფხვნილს. ის შედის არამარტო ყავის, არამედ სხვადასხვა ჯიშის ჩაისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში. მიღების შემდეგ იგი 45 წთ-ის განმავლობაში მთლიანად შეიწოვება წვრილი ნაწლავებიდან და აუმჯობესებს გონებრივი და ფიზიკური შრომის მონაცემებს. გადამეტდოზირების შემთხვევაში კი ის იწვევს ე.წ. კოფეინით თრობას, რომლის მთავარი ნიშნებია ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, კრუნჩხვები, უძილობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. ეს ხდება ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც კოფეინის დღიური დოზა გადააჭარბებს 250მგ-ს.
კოფეინი - ეს არის ალკალოიდი, 1,3,7- ტრიმეთილქსანტინი (C8H10N4O2). სუფთა სახით ის გამოყოფილი იქნა ჩაის ფოთლებიდან 1827 წელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1663 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-14 | კომენტარი (0)

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მიკროსკოპული მოწყობილობა, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას ორგანიზმში. მოწყობილობა წარმოადგენს მილს, რომლის ინპლანტირება ხდება სისხლძარღვში.
მილი დაფარულია ორი სახის ცილით. პირველი ტიპის ცილა აკავებს კიბოს უჯრედებს, რომელიც გადაადგილდება სისხლის ნაკადთან ერთად. მეორე ტიპის ცილები კიბოს უჯრედებთან კონტაქტისას გასცემენ ბრძანებას ამ უჯრედების აპოფტოზის შესახენ და ხდება კიბოს უჯრედების თვითგანადგურების პროცესის გაშვება. ამის შემდეგ კიბოს უჯრედები ბრუნდება სისხლის ნაკადში და ერთი დღის განმავლობაში იღუპება. ტესტირების დროს მედიკების მიერ შესაძლებელი გახდა 30%-მდე კიბოს უჯრედების განადგურება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდიკა სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედებისთვის.

ნანახია: 1023 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

აშშ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აქამდე არსებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს შეუძლია საშოს დაუზიანებელ ეპითელიუმში შეღწევა. 

ევანსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ილინოისში, შეძლეს საშოს დაუზიანებელი კედლის სიღრმეში ვირუსის შეღწევის პროცესის სურათზე აღბეჭდვა. ამისათვის, მათ აივ -ვირუსი მონიშნეს ფლუორესცენტული მარკერით და მიკროსკოპის საშუალებით იკვლევდნენ მის ურთიერთქმედებას საშოს ეპითელიუმთან. 
აღმოჩნდა, რომ ვირუსი საკმაოდ სწრაფად – 4 საათის განმავლობაში ახერხებს ეპითელური ბარიერის გადალახვას და აღწევს საშოში დაახლოებით 50 მიკრონ სიღრმეზე. ამ სიღრმეზე კი უკვე არსებობენ იმუნური უჯრედები, რომლებიც ხდებიან აივ-ის სამიზნე და ყოველივე ეს ადამიანის ინფიცირებას სრულიად შესაძლებელს ხდის. 
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ საშვილოსნოს ამოკვეთით და გენიტალური ჰერპესის მკურნალობით აივ-ინფიცირების რიცხვი მცირდებო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1057 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

ბიოლოგებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან შექმნეს ძვლის ტვინის ხელოვნური ანალოგი. ხელოვნური ძვლის ტვინის საფუძველი გახდა სახამებლისაგან შედგენილი მატრიცა. იგი შეიცავდა მიკროსპორებს, რომელიც ზომებით ემთხვეოდა ბუნებრივი ძვლის ტვინის ფორებს.
მატრიცაზე გამოზრდილი იქნა უჯრედული კულტურები და როგორც ბიოლოგები ამტკიცებენ, ტვინმა დაიწყო იმუნური და სისხლმბადი უჯრედების წარმოება. კერძოდ, ამგვარად შექმნილი ხელოვნური ძვლის ტვინის რეაქცია გრიპის ვირუსზე სავსებით შეესაბამებოდა ადამიანურ რეაქციას. 
მეცნიერები არ აპირებენ ხელოვნური ძვლის ტვინის გადანერგვას ადამიანისათვის. იგი უპირატესად გამოყენებული იქნება სამკურნალწამლო პრეპარატების ტესტირებისათვის.

ნანახია: 1202 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

ასთმის მქონე ადამიანებში საკმაოდ მაღალია ისეთი სერიოზული პნევმოკოკური ინფექციების რისკი, როგორიცაა ბაქტერია streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული დაავადებები. ეს ბაქტერია იწვევს ყურის და რესპირატორული სისტემის, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის პოტენციურად ლეტალურ, ინფექციურ დაავადებებს. 
აშშ ექიმებმა მეიოს კლინიკიდან შენიშნეს, რომ პნევმოკოკური ინფექციის მქონე პაციენტები 7-ჯერ უფრო ხშირად არიან ასთმით დაავადებულნი, ხოლო ინვაზიური ინფექციებით ავადმყოფობის შემთხვევათა 17% დაკავშირებულია ასთმასთან. მედიკოსების აზრით, პნევმოკოკის მოქმედების სფეროს შეზღუდვა შესაძლებელია ასთმით დაავადებულ პირებში პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარებით.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4 000-მდე ადამიანმა. ასთმის მქონე, მოზრდილ პაციენტებში პნევმოკოკური დაავადებების შემთხვევათა რიცხვი 7-ჯერ აღემატებოდა ასთმის არმქონე ადამიანებში ამ ინფექციური დაავადებების მაჩვენებელს.
მიკრობული ინფექციებისადმი მომატებულ გრძნობელობას აშშ იმუნოლოგები ხსნიან ასთმის დროს მიმდინარე, ქრონიკული ანთებითი პროცესებით. ამ დროს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 999 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

ბავშვები აქტიური ვიდეოთამაშებით კარგავენ ოთხჯერ მეტ კალორიას წუთში სხვა მჯდომარე თამაშებთან შედარებით. ჰონკონგის უნივერსიტეტის ჩინელმა მკვლევარებმა 6-12 წლის ბავშვებში გაზომეს გულის რითმი და დახარჯული ენერგია სწრაფი მოქმედებებით თანხლებული კომპიუტერული თამაშების დროს.
აღმოჩნდა, რომ ასეთი თამაშები 39%-ით უფრო მეტად იწვევს არასაჭირო კალორიებისგან განთავისუფლებას. გარდა ამისა, ექსპერიმენტში მონაწილეებს აღენიშნათ გულის რითმის მნიშვნელოვანი მატება. წონაში მომატების თავიდან აციდებისთვის, აუცილებელია ორგანიზმში ენერგიის ბალანსის შენარჩუნება, რომელიც დაახლოებით 1500 კილოკალორიას შეადგენს დღეში. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ასეთი მაჩვენებლების მიღწევისთვის საჭიროა ვიდეოთამაშებით დღეში 35 წუთით დაკავება. 
უახლოეს მომავალში მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების კომპიუტერული თამაშებით გატაცება ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაივლის, პირიქით, უფრო მოიმატებს კიდეც, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აღნიშნავენ ექსპერტები. მათი მტკიცებით, ახალი გამოკვლევის შედეგის გათვალისწინებით, არ ღირ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 993 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

მკვლევართა ჯგუფმა ისრაელიდან აღმოაჩინა, რომ იმ სისხლის გადასხმამ, რომელიც დონორისგან არაუმეტეს 9 დღით ადრე იქნა აღებული, შესაძლოა კიბოს მქონე, ზოგიერთი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველყოს. 
ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ “ახალი სისხლი” ზრდის კიბოს სულ მცირე, ორი სახეობით დაავადებულ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობას. 
ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, უკვე შეიძლება მოიხსნას ძველი პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც ექიმთა არაერთი თაობა მუშაობდა. საუბარია იმაზე, თუ რატომ აქვს ადგილი ზოგ შემთხვევაში სისხლის გადასხმის შედეგად ონკოლოგიური პაციენტის გამოჯანმრთელებას, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი - არა. 
როგორც აცხადებენ მკვლევარები, ზოგიერთი ექიმი ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დონორისგან აღებულ ახალ სისხლს. როგორც ჩანს, ისინი სწორად იქცევიან. 
სტანდარტულ სამედიცინო პრაქტიკაში, სისხლის შენახვა ხდება არაუმეტეს 42 დღის განმავლობაში.

ნანახია: 1015 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

აშშ მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ზრდის არტერიული ჰიპერტონიის განვითარების რისკს. ამ არაკეთილსასურველი გენის მატარებლად ითვლება ევროპული წარმომავლობის მქონე ადამიანთა დაახლოებით 20%, იტყობინება ჟურნალი “Proceedings of National Academy of Sciences”. 
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს პენსილვანიის შტატში მცხოვრები, 542 ადამიანის დნმ-ის ნიმუშები. ამასთან, მათ შეისწავლეს დაახლოებით 100 000 გენეტიკური მარკერი, რომელსაც პოტენციურად შეეძლო ზეგავლენის მოხდენა არტერიული წნევის დონეზე. 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ძლიერი ურთიერთკავშირი სერინ-ტრეონინ კინაზას მაკოდირებელი გენის გარკვეული ვარიანტის - სტკ39-ის არსებობასა და ჰიპერტონიის მომატებულ რისკს შორის. ფერმენტი სერინ-ტრეონინ კინაზა გავლენას ახდენს მარილების რეაბსორბციაზე თირკმელებში, რაც, თავის მხრივ, მონაწილეობს არტერიული წნევის დონის რეგულაციაში. 
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ზ. ა. გენის არასასურველი ვარიანტის მატარებელ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, უფრო ზუსტად კი, ევროპის ქვეყნებში მცხოვრები, ყოველ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 953 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ეწვია გორს, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და მრავალპროფილიანი დედათა და ბავშვთა საავადმყოფო გახსნა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აგვისტოს მოვლენების დროს დაზიანდა. ობიექტი სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა, სამედიცინო აპარატურა და “ოაზ”-ის ტიპის სასწრაფო დახმარების ახალი მანქანა გადაეცა.

გორის მრავალპროფილიან დედათა და ბავშვთა საავადმყოფო “იავნანას”, ამავე პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა. “ჩვენ აღვადგინეთ და დღეს გავხსენით გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. დღეს ასევე გორის დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიანი საავადმყოფო “იავნანა” გაიხსნა, რომელიც გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხარჯებით გაკეთდა და თან ძალიან მოკლე დროში. ასეთი მაღალი დონის კლინიკები ჩ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 941 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

საქართველოს მედიკოსთა კავშირმა და ონკოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნომერ 532–ე განკარგულების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 
როგორც მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ ქეთევან გეჯაძემ განაცხადა, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ონკოლოგიის ცენტრის ძვირადღირებული სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ცენტრისთვის ნაჩუქარი სხივური მედიცინის აპარატურა ნეიროქირურგიის ცენტრს გადაეცა. გეჯაძის განცხადებით, განკარგულება საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ონკოლოგიის ცენტრის ღირებულების შემცირებას და მის გაყიდვას. 
ქეთევან გეჯაძის განცხადებით, თუ სამართალი საქართველოში ვერ იპოვეს, თავიანთი უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ნანახია: 1039 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-13 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები