შეხვედრა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო ექსპერტთან საკანონმდებლო დარგში - 17 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » შეხვედრა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო ექსპერტთან საკანონმდებლო დარგში
შეხვედრა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო ექსპერტთან საკანონმდებლო დარგში
3:32 PM
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი შეხვდა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის (SCAD) ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ექსპერტს საკანონმდებლო დარგში ენდრიუ ველსს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება ნარკოტიკების გავრცელების კუთხით, ხელისუფლების პოლიტიკა და ანტინარკოტიკული კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები. როგორც პოზიტიური მოვლენა აღინიშნა, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ძირითადი მიმართულებები და ამჟამად დავალებული აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. ექსპერტი დაინტერესდა ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტით, საპარლამენტო განხილვების მიმდინარეობით.
თავმჯდომარის მოადგილემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში ახალი მიდგომების შესახებ, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მორგებული იყოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დაიწყება საპარლამენტო მუშაობა, რომელშიც ასევე ჩართული იქნება ძალოვანი სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები. 
გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პრინციპია ჩადებული, რაზეც სთხოვა ექსპერტს თავისი მოსაზრება და დასკვნა მიაწოდოს საქართველოს პარლამენტს. საუბარი ასევე შეეხო დღეს არსებულ აღრიცხვის არაეფექტურ სისტემას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასურველია ჩატარდეს ტრენინგები ამ სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის. ამ მიმართულებით SCAD გეგმავს სასწავლო სესიებისა და ტურების მოწყობას. 
სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთონ კანონმდებლობის განხილვის პროცესში.

ნანახია: 420 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები