სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » შემწვარი ბოსტნეული ახდენს კარიესის პროვოცირებას
შემწვარი ბოსტნეული ახდენს კარიესის პროვოცირებას
3:30 PM
ბოსტნეულის არასწორი წესით მომზადება ზრდის კარიესის რისკს, აცხადებენ დანდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მკვლევარები. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მსვლელობისას შეადარეს ჩაშუშული და შემწვარი ბოსტნეულის გავლენა კარიესის ჩამოყალიბებაზე. 
აღმოჩნდა, რომ ბადრიჯნის, ყაბაყის და მწვანე წიწაკის შეწვის შედეგად, მნიშვნელოვნად მატულობს მჟავების შემცველობა, რომლებიც დამანგრეველ ზიანს აყენებენ კბილის მიმანქარს. შემწვარი ბოსტნეულის მჟავიანობის დონე, უტოლდება გაზირებული სასმელების მჟავიანობას. ეს უკანასკნელი კი, ძალზე დიდ ზიანს აყენებს კბილების ჯანმრთელობას. 
თუმცა, შემწვარი ბოსტნეულისგან განსხვავებით, ჩაშუშული ბოსტნეულის მჟავიანობა მნიშვნელოვნად დაბალია. ექსპერიმენტის მსვლელობისას ასევე დადგინდა, რომ მომზადების მეთოდი არ ახდენს არანაირ გავლენას პამიდვრისა და ხახვის მჟავიანობაზე. წითელი წიწაკის მჟავიანობა მატულობს როგორც შეწვისას, ისე ჩაშუშვისას. 
კვლევის ხემძღვანელის, პროფ. გრაამ ჩედვიკის თქმით, ზ. ა. კვლევა სტომატოლოგებს დაეხმარება კარიესის მქონე პაციენტებისადმი უფრო ეფექტური რეკომენდაციების მიცემაში. 
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “European Journal of Prosthodontics and Restorative Dentistry”.

ნანახია: 980 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები