სიახლე: ინსულინის შემცველი საღეჭი რეზინი - 17 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » სიახლე: ინსულინის შემცველი საღეჭი რეზინი
სიახლე: ინსულინის შემცველი საღეჭი რეზინი
3:30 PM
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფ. რობერტ დოილის ხელმძღვანელობით, გეგმავენ ინსულინის ახალი ფორმის – საღეჭი რეზინის დაპატენტებას, იტყობინება ჟურნალი “New Scientist”. 
დღესდღეობით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები ინსულინს ღებულობენ ინექციის საშუალებით, რაც მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ ინსულინის პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელი ფორმის შექმნაზე. 
ინსულინის ინჰალაციური ფორმა, რომელიც აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ იქნა მოწონებული 2006 წელს, მოგვიანებით ამოღებულ იქნა გაყიდვიდან, მისი ძალზე მაღალი ღირებულების გამო. ხოლო ინსულინის აბების სახით მიღების მცდელობისას, მეცნიერები წააწყდნენ მთელ რიგ სირთულეებს: ინსულინი ადვილად იშლება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტების მიერ და ძნელად შეიწოვება სისხლში. 
რობერტ დოილმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალური გზა. ინსულინის ადვილად შეწოვადი ფორმის შესაქმნელად, მათ გამოიყენეს ადამიანის ორგანიზმში ვიტამინ B12-ის ტრანსპორტის უნიკალური მექანიზმი. ეს ვიტამინი უკავშირდება ცილა ჰაპტოკორინს, რომელიც გამოიყოფა ნერწყვის ჯირკვლების მიერ. ამ სახით კომპლექსი დაცულია დაშლისგან კუჭის აგრესიულ გარემოში. წვრილ ნაწლავში ვიტამინი B12 გამოეყოფა ჰაპტოკორინს და მიემაგრება სხვა ცილას, რაც ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევაში მის ადვილად შეწოვას უზრუნველყოფს. 
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, “მიემაგრებინათ” ინსულინის მოლეკულები ვიტამინ B12-თან. ვირთაგვებზე ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებით, ეს მეთოდიკა ნამდვილად ამართლებს. 
საცდელი ცხოველები ინსულინისა და B12 ვიტამინის კომპლექსს იღებდნენ თხევადი ფორმით, ხოლო ადამიანებში წამლის შეყვანის საუკეთესო ფორმას წარმოადგენს საღეჭი რეზინი. ღეჭვის პროცესში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, რომელიც შეიცავს ინსულინის დაკავშირებისთვის აუცილებელი ჰაპტოკორინის საკმარის რაოდენობას, განმარტეს მკვლევარებმა.



ნანახია: 516 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები