ორსულობის პერიოდში დღეში ერთი ვაშლის მიღება მომავალში ბავშვს ალერგიისგან და ასთმისგან დაიცავს - 17 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » ორსულობის პერიოდში დღეში ერთი ვაშლის მიღება მომავალში ბავშვს ალერგიისგან და ასთმისგან დაიცავს
ორსულობის პერიოდში დღეში ერთი ვაშლის მიღება მომავალში ბავშვს ალერგიისგან და ასთმისგან დაიცავს
3:28 PM
ორსულობის დროს მიღებულ ვაშლებს შეუძლია მომავალში ბავშვი დაიცვას ასთმისა და ალერგიის განვითარების პოტენციური შესაძლებლობისგან. ექიმებმა გააანალიზეს დედის კვება და ათასზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობა დაბადებიდან ხუთი წლის ასაკამდე.
იმ დედების ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად ჭამდნენ ვაშლს, 37%-ით უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ ალერგია და 46%-ით უფრო იშვიათად - ასთმის განვითარება. ამერიკელი იმუნოლოგები დეტროიტის სამედიცინო ცენტრის სენტ-ჯონისა და ბომონის საავადმყოფოებიდან აღნიშნავენ, რომ დედის კვება ორსულობის დროს მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 
ვაშლის დადებითი ზემოქმედება აიხსნება ამ ნაყოფის შემცველი ფლავონოიდებისა და სხვა ანტიოქსიდანტების ძლიერი თვისებებით, ამბობს დოქტორი დევონ დოში. დღეში ერთი ვაშლი საკმარისი აღმოჩნდა ძლიერი დაცვითი ეფექტისთვის. ამის გარდა, კლინიცისტებმა შეამჩნიეს, რომ თევზის მიღება კვირაში ერთხელ, ასევე 43%-ით ამცირებს ალბათობას ბავშვთა ეგზემისა და დერმატიტის განვითარებისა, რაც ახალშობილთა კანის ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგიული რეაქცია.
კვებითი ალერგიის წინააღმდეგ მედიკები ორსულებს ურჩევენ ბალანსირებული დიეტის დაცვას ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით და თავის არიდებას ისეთი საკვების სიჭარბისგან, როგორიცაა თხილი, ნიგოზი, განსაკუთრებით, არაქისი და მოლუსკები, რომელიც პირიქით, ახდენს ალერგიული სიმპტომების პროვოცირებას ბავშვებში.

ნანახია: 690 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები