ცივი ამინდი იწვევს წნევის მომატებას - 17 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » ცივი ამინდი იწვევს წნევის მომატებას
ცივი ამინდი იწვევს წნევის მომატებას
3:27 PM
როდესაც გარეთ ტემპერატურა ქვეითდება, ხანდაზმულ ადამიანებში არტერიული წნევა იმატებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზამთრის პერიოდში სისტოლური არტერიული წნევა მატულობს ხუთი პუნქტით.
პარიზის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მიმოხილვით კვლევაში მონაწილეობდა 65 წელს გადაცილებული 8 801 ადამიანი. წლის ცივ პერიოდებში გამოკვლეულთა შორის 33,4%-ში დაფიქსირდა არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, მაშინ, როდესაც ზაფხულში ასეთი რამ აღინიშნა ხანდაზმულთა მხოლოდ 23%-ში.
მედიკოსებისათვის ჯერჯერობით გარკვეული არ არის მიზეზობრივი კავშირები. სავარაუდოდ, გამოვლენილ ასოციაციაზე პასუხისმგებელია ბარორეფლექტორული მგრძნობელობა - არტერიული წნევის რეგულირების მექანიზმი, რომელიც ცვლის სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქციებს ხანდაზმულ ასაკში. ნერვული სისტემის ეს ნაწილი გვეხმარება ვაკონტროლოთ ისეთი პროცესები, როგორიცაა ორგანიზმის პასუხი სტრესულ სიტუაციაზე. 
სეზონური განსხვავება წნევის მაჩვენებლებში ადრეც იყო აღნიშნული, მაგრამ ეს არ ეხებოდა კონკრეტულად ხანდაზმულ ადამიანებს.

ნანახია: 404 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები