აღმოჩენილია პირის ღრუს ახალი ბაქტერია - 17 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » აღმოჩენილია პირის ღრუს ახალი ბაქტერია
აღმოჩენილია პირის ღრუს ახალი ბაქტერია
3:27 PM
ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული, სტომატოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს პირის ღრუს ბაქტერიების ახალი ტიპი, სახელწოდებით Prevotella histicola, იტყობინება “Journal of Systematic and Evolutionary Microbiology”. 
მეცნიერები თვლიან, რომ მოცემული ბაქტერია გარკვეულ როლს ასრულებს პაროდონტის დაავადებების განვითარებასა და კარიესის ჩამოყალიბებაში. 
მკვლევართა ჯგუფმა პროფ. უილიამ ვეიდის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ანაერობული გრამუარყოფითი ჩხირები შესაძლოა არსებობდნენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის როგორც ჯანმრთელ ქსოვილებში, ისე სიმსივნური წარმონაქმნების ქსოვილებში. 
ადამიანის ნერწყვის თითოეულ მილიმეტრში შესაძლებელია 600 სახეობის 100 მილიონამდე ბაქტერიის აღმოჩენა. თუმცა, დღესდღეობით მათი მხოლოდ ნახევარია აღწერილი. ბრიტანელი მეცნიერები გეგმავენ პირის ღრუს ბაქტერიების შესწავლის გაგრძელებას. მომავალში ეს მათ დაეხმარება კარიესის განვითარების და ღრძილების დაავადების მექანიზმების უკეთ გაგებაში, აგრეთვე მათი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში.

ნანახია: 429 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები