სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 17 » როგორ განვიკურნოთ გაცივებისაგან უწამლოდ?
როგორ განვიკურნოთ გაცივებისაგან უწამლოდ?
3:26 PM
ადამიანის ორგანიზმი ვერ ასწრებს მიეჩვიოს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს. ამის შედეგად იზრდება გაცივებით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებების რიცხვი. სურდო, თავისა და ყელის ტკივილი იძულებულს ხდის ადამიანებს, გაიქცნენ აფთიაქში, თუმცა იქნებ ჯობდეს თავიდან ჩვენი ბებიების ნაცადი საშუალებები გამოგვეყენებინა.
• პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ გრიპი არ გაქვთ. გრიპს ახასიათებს შემცივნება, მაღალი ცხელება 39-40 გრადუსამდე, რომელიც ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევი პრეპარატების მოქმედებას, თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. თუკი მსგავსი სიმპტომები არ აღინიშნება, უნდა დაითბუნოთ ფეხები. კარგია მდოგვის შემცველი ცხელი წყლის აბაზანის მიღება (ნორმა - 1 ს.კ. მდოგვი 6-8ლ წყალზე). უმჯობესია, თუკი თასს ზევიდან გადავაფარებთ პირსახოცს ან შალის პლედს. წყლის გაცივების კვალად მას თანდათანობით უნდა დაემატოს ცხელი წყალი. აბაზანა გრძელდება 15-20 წთ. შემდეგ ფეხები უნდა გავიმშრალოთ და ჩავიცვათ შალის წინდები.
• კარგი ეფექტი აქვს ტრადიციულ მკურნალობას კარტოფილით: კარტოფილი უნდა მოიხარშოს კანიანად, ავადმყოფმა გადაიფაროს თავზე თავსაფარი ან ზეწარი და 5-10 წთ-ის განმავლობაში ისუნთქოს ცხელი ორთქლი.
• ყელის ტკივილისას დაგვეხმარება არყის კომპრესი, პროპორციით 1 წილი არაყი - 2 წილი წყალი. ზემოდან ყელი უნდა შევიხვიოთ შალის შარფით.
• ღამით კარგი იქნება თუკი მივიღებთ ცხელ ჩაის ჟოლოს მურაბით. ეს ძველი რეცეპტი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. გაცივებისას ასევე აქტუალურია ცხელი ჩაი თაფლითა და ლიმონით. მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს ასევე თერმოსში დაყენებული ასკილის ჩაი, შტოშის ან შავი მოცხარის ნაყენი. ასევე სასარგებლოა ქათმის ბულიონი, ის უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი და არა ძალიან ცხელი.
• არ უნდა დაივიწყოთ ჯანსაღი კვების შესახებ. ავამყოფობის დროს, ასევე გამოჯანმრთელებისას არ შეიძლება ორგანიზმის გადატვირთვა ცხიმიანი ხორცით, ტკბილეულითა და ცომეულით. რძის პროდუქტები, წიწიბურას ფაფა რძით, ნაკლებად ცხიმიანი ქათმის ხორცი, ჩათუთქული ბოსტნეული - სწორედ ის პროდუქტებია, რომელიც დაეხმარება ორგანიზმს ავადმყოფობის პერიოდში და მას შემდეგაც.

ნანახია: 1307 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები