დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების როლი საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენაში - 14 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 14 » დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების როლი საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენაში
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების როლი საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენაში
6:39 PM
ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ტარდება ორსულობის ადრეულ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტის მიერ, ითვლება ძალზე მნიშვნელოვან და დროულ საშუალებად საშვილოსნოსგარე ორსულობის დასადგენად. სალპინგოექტომია ან ემბრიონის სელექტიური რედუქცია წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს, რომელიც გულისხმობს საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტას და საშვილოსნოსშიდა ორსულობის შენარჩუნებას. 
ჩინეთში ჩატარდა რეტროსპექტული კვლევა, რომელმაც გამოავლინა საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად. 1476 ორსულობიდან 12 შემთხვევაში გამოვლინდა ჰეტეროტოპიკური ორსულობა. 9 პაციენტს ჩაუტარდა სალპინგოექტომია, ხოლო 2-ს – ემბრიონის რედუქცია ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ, ხოლო 1 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა და ის იმყოფებოდა პროსპექტული დაკვირვების ქვეშ. 
ოპერაციის ჩატარების შემდეგ, 4 პაციენტში საშვილოსნოსშიდა ორსულობა გაგრძელდა მშობიარობის ვადამდე, ხოლო 2 შემთხვევაში მშობიარობა აღინიშნა ორსულობის 35-ე კვირაზე. 
ამგვარად, ორსულობის გახანგრძლივება მოხდა შემთხვევათა 66,7%-ში. 
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალის “Archives of Gynecology & Obstetrics” იანვრის ნომერში.

ნანახია: 514 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები