ნაპოვნია ჰიპერტონიის გამომწვევი გენი - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » ნაპოვნია ჰიპერტონიის გამომწვევი გენი
ნაპოვნია ჰიპერტონიის გამომწვევი გენი
7:09 PM
აშშ მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ზრდის არტერიული ჰიპერტონიის განვითარების რისკს. ამ არაკეთილსასურველი გენის მატარებლად ითვლება ევროპული წარმომავლობის მქონე ადამიანთა დაახლოებით 20%, იტყობინება ჟურნალი “Proceedings of National Academy of Sciences”. 
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს პენსილვანიის შტატში მცხოვრები, 542 ადამიანის დნმ-ის ნიმუშები. ამასთან, მათ შეისწავლეს დაახლოებით 100 000 გენეტიკური მარკერი, რომელსაც პოტენციურად შეეძლო ზეგავლენის მოხდენა არტერიული წნევის დონეზე. 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ძლიერი ურთიერთკავშირი სერინ-ტრეონინ კინაზას მაკოდირებელი გენის გარკვეული ვარიანტის - სტკ39-ის არსებობასა და ჰიპერტონიის მომატებულ რისკს შორის. ფერმენტი სერინ-ტრეონინ კინაზა გავლენას ახდენს მარილების რეაბსორბციაზე თირკმელებში, რაც, თავის მხრივ, მონაწილეობს არტერიული წნევის დონის რეგულაციაში. 
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ზ. ა. გენის არასასურველი ვარიანტის მატარებელ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, უფრო ზუსტად კი, ევროპის ქვეყნებში მცხოვრები, ყოველი მე-5 ადამიანი ატარებს გენის ამ ვარიანტს. 
არტერიული ჰიპერტონია – ეს არის დაავადება, რომლის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობითობა, ისე გარესამყაროს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ცხოვრების სტილი. 
რაღა თქმა უნდა, სტკ39 არ არის ერთადერთი გენი, რომელიც გავლენას ახდენს ჰიპერტონიის ჩამოყალიბებაზე, აცხადებენ მკვლევარები. თუმცა, ახალ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც გააჩნიათ მემკვიდრეობითი განწყობა ჰიპერტონიისადმი. გარდა ამისა, მისი გათვალისწინებით შესაძლებელი გახდება ჰიპერტონიის მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება.

ნანახია: 384 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები