მინისტრის ვიზიტი გორში - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » მინისტრის ვიზიტი გორში
მინისტრის ვიზიტი გორში
7:05 PM
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ეწვია გორს, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და მრავალპროფილიანი დედათა და ბავშვთა საავადმყოფო გახსნა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აგვისტოს მოვლენების დროს დაზიანდა. ობიექტი სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა, სამედიცინო აპარატურა და “ოაზ”-ის ტიპის სასწრაფო დახმარების ახალი მანქანა გადაეცა.

გორის მრავალპროფილიან დედათა და ბავშვთა საავადმყოფო “იავნანას”, ამავე პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა. “ჩვენ აღვადგინეთ და დღეს გავხსენით გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. დღეს ასევე გორის დედათა და ბავშვთა მრავალპროფილიანი საავადმყოფო “იავნანა” გაიხსნა, რომელიც გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხარჯებით გაკეთდა და თან ძალიან მოკლე დროში. ასეთი მაღალი დონის კლინიკები ჩვენს ქვეყანაში ცოტაა და ვულოცავ გორელებს ამ ბრწყინვალე დაწესებულებების გახსნას.”- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
“ასეთი კარგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საავადმყოფო, როგორც ამ რეგიონისთვის, ისე მთელი ჯანდაცვის სისტემისათვის ნამდვილად კარგი საახალწლო საჩუქარია. ყველაფერი მაღალი სტანდარტების შესაბამისია. ვფიქრობ გორელი ხალხი საუკეთესო პირობებს ნამდვილად იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ იმ ინვენტარის დიდი ნაწილი, რაც აქ ვნახეთ ადგილობრივი წარმოებისაა. ეს ნიშნავს რომ ცხოვრება წინ მიდის, რაც ძალიან სასიხარულოა.” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გიგი წერეთელმა.

ნანახია: 381 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები