მედიკოსები პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვენ - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » მედიკოსები პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვენ
მედიკოსები პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვენ
7:04 PM
საქართველოს მედიკოსთა კავშირმა და ონკოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნომერ 532–ე განკარგულების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 
როგორც მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ ქეთევან გეჯაძემ განაცხადა, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ონკოლოგიის ცენტრის ძვირადღირებული სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ცენტრისთვის ნაჩუქარი სხივური მედიცინის აპარატურა ნეიროქირურგიის ცენტრს გადაეცა. გეჯაძის განცხადებით, განკარგულება საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ონკოლოგიის ცენტრის ღირებულების შემცირებას და მის გაყიდვას. 
ქეთევან გეჯაძის განცხადებით, თუ სამართალი საქართველოში ვერ იპოვეს, თავიანთი უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ნანახია: 451 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები