ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის გამოყენების შედეგად გვერდითი ეფექტების რისკი არც ისე მაღალია - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის გამოყენების შედეგად გვერდითი ეფექტების რისკი არც ისე მაღალია
ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის გამოყენების შედეგად გვერდითი ეფექტების რისკი არც ისე მაღალია
6:22 PM
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის გამოყენების რისკი მშობიარობისა და სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს არ არის ისეთი მაღალი, როგორც აქამდე ითვლებოდა. 
ინგლისის ქალაქ ბატას საავადმყოფოს მედიკოსებმა გააანალიზეს, თუ რა გართულებები მოყვება ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის გამოყენებას ყოველწლიურად. მათ დაადგინეს, რომ გართულებების რისკი საშუალოდ შეადგენს 
1-ს ყოველი 23 000 შემთხვევიდან, ანუ 10-ჯერ მცირეა იმასთან შედარებით, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. 
მკვლევარები ხაზს უსვამენ პაციენტისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ამ ტიპის ანესთეზიის გამოყენების შესახებ. 
ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია უზრუნველყოფს ტკივილის ადგილობრივ გაყუჩებას. ამასთან, გამაყუჩებელი პრეპარატების ხსნარების შეყვანა ხდება ხერხემლის გარკვეულ უბანში, კატეტერის დახმარებით. ასეთი ანესთეზია სხეულის ქვედა ნაწილის მგრძნობელობის დროებითი დაკარგვის საშუალებას იძლევა და გამოიყენება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, საკეისრო კვეთისას, აგრეთვე მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრებზე ოპერაციების დროს. 
სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სპინალური ანესთეზიისას ტკივილის მაბლოკირებელი აგენტი შეყავთ უშუალოდ ზურგის ტვინის სითხეში, რაც უზრუნველყოფს ტკივილის უფრო ეფექტურ გაყუჩებას, ხოლო ეპიდურალური ანესთეზიის დროს კი – ზურგის ტვინის მკვრივ გარსში, რის ქვემოთაც იმყოფება ზურგის ტვინის სითხე. 
მეცნიერებმა შეაგროვეს მონაცემები მთელი ბრიტანეთის მასშტაბით და დაადგინეს, რომ 1 წლის მანძილზე სპინალური და ეპიდურალური ანესთეზია გამოყენებულ იქნა დაახლოებით 700 000-ჯერ. ამასთან, ჯანმრთელობის ხანგრძლივი გაუარესება ამ ტიპის ანესთეზიის შედეგად გამოვლინდა მხოლოდ 30 პაციენტში. 
ზოგ შემთხვევაში საუბარია ფეხის ამა თუ იმ ნაწილში მგრძნობელობის დაკარგვაზე გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევებში – დამბლასა და სიკვდილზეც კი. 
შემთხვევათა უმეტესობაში, გართულებები გამოიწვია პროცედურაზე ინდივიდუალურმა რეაქციამ და არა ექიმების მხრიდან დაშვებულმა, რაიმე შეცდომამ. 
აღსანიშნავია, რომ მშობიარეებში ზ. ა. ანესთეზიის გამოყენების რისკი გაცილებით დაბალია, კერძოდ, 1 გართულება ყოველ 80 000 შემთხვევაზე. 
სხვა პაციენტების შემთხვევაში რისკი უფრო მაღალია, ვინაიდან, როგორ წესი, რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით ნაკლებად სახარბიელოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, ზოგიერთი სერიოზული ოპერაციის დროს, ეპიდურალური ანესთეზიის გამოყენება ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაშია აუცილებელი. 
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიის რისკი ძალზე დაბალია, სპეციალისტებმა უფრო ღრმად უნდა შეისწავლონ გართულებების მიზეზები და მიიღონ გარკვეული ზომები მათი პრევენციის მიზნით. 
სერიოზულ გართულებებს წარმოადგენს ნერვების ან ზურგის ტვინის ინფიცირება (მენინგიტი, აბსცესი), სისხლდენა და სისხლგროვების – ჰემატომების წარმოქმნა, ნერვების მექანიკური დაზიანება და ზურგის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევა. ყველა ამ გართულებამ კი შესაძლოა ნერვების შეუქცევადი დაზიანება და დამბლა გამოიწვიოს.



ნანახია: 538 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები