აღმოჩენილია აივ-ინფიცირების ახალი გზა - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » აღმოჩენილია აივ-ინფიცირების ახალი გზა
აღმოჩენილია აივ-ინფიცირების ახალი გზა
7:14 PM

აშშ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აქამდე არსებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს შეუძლია საშოს დაუზიანებელ ეპითელიუმში შეღწევა. 

ევანსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ილინოისში, შეძლეს საშოს დაუზიანებელი კედლის სიღრმეში ვირუსის შეღწევის პროცესის სურათზე აღბეჭდვა. ამისათვის, მათ აივ -ვირუსი მონიშნეს ფლუორესცენტული მარკერით და მიკროსკოპის საშუალებით იკვლევდნენ მის ურთიერთქმედებას საშოს ეპითელიუმთან. 
აღმოჩნდა, რომ ვირუსი საკმაოდ სწრაფად – 4 საათის განმავლობაში ახერხებს ეპითელური ბარიერის გადალახვას და აღწევს საშოში დაახლოებით 50 მიკრონ სიღრმეზე. ამ სიღრმეზე კი უკვე არსებობენ იმუნური უჯრედები, რომლებიც ხდებიან აივ-ის სამიზნე და ყოველივე ეს ადამიანის ინფიცირებას სრულიად შესაძლებელს ხდის. 
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ საშვილოსნოს ამოკვეთით და გენიტალური ჰერპესის მკურნალობით აივ-ინფიცირების რიცხვი მცირდებოდა, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ვირუსი ორგანიზმში ხვდება მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის გავლით და ჰერპესის მიერ დაზიანებულ საშოს გარსში მოხვედრით. 
თუმცა ახალი კვლევის თანახმად, არც საშვილოსნოს ამოკვეთა და არც გენიტალური ჰერპესის მკურნალობა არ ამცირებს აივ-ინფიცირების შემთხვევებს.

ნანახია: 475 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები