ასთმით დაავადებულ ადამიანებში მაღალია პნევმოკოკური ინფექციების რისკი - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » ასთმით დაავადებულ ადამიანებში მაღალია პნევმოკოკური ინფექციების რისკი
ასთმით დაავადებულ ადამიანებში მაღალია პნევმოკოკური ინფექციების რისკი
7:12 PM
ასთმის მქონე ადამიანებში საკმაოდ მაღალია ისეთი სერიოზული პნევმოკოკური ინფექციების რისკი, როგორიცაა ბაქტერია streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული დაავადებები. ეს ბაქტერია იწვევს ყურის და რესპირატორული სისტემის, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის პოტენციურად ლეტალურ, ინფექციურ დაავადებებს. 
აშშ ექიმებმა მეიოს კლინიკიდან შენიშნეს, რომ პნევმოკოკური ინფექციის მქონე პაციენტები 7-ჯერ უფრო ხშირად არიან ასთმით დაავადებულნი, ხოლო ინვაზიური ინფექციებით ავადმყოფობის შემთხვევათა 17% დაკავშირებულია ასთმასთან. მედიკოსების აზრით, პნევმოკოკის მოქმედების სფეროს შეზღუდვა შესაძლებელია ასთმით დაავადებულ პირებში პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარებით.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4 000-მდე ადამიანმა. ასთმის მქონე, მოზრდილ პაციენტებში პნევმოკოკური დაავადებების შემთხვევათა რიცხვი 7-ჯერ აღემატებოდა ასთმის არმქონე ადამიანებში ამ ინფექციური დაავადებების მაჩვენებელს.
მიკრობული ინფექციებისადმი მომატებულ გრძნობელობას აშშ იმუნოლოგები ხსნიან ასთმის დროს მიმდინარე, ქრონიკული ანთებითი პროცესებით. ამ დროს სუსტდება ფილტვები და მატულობს ორგანიზმის მგრძნობელობა სასუნთქი სისტემის გამღიზიანებლებისა და მიკრობებისადმი. გარდა ამისა, გარკვეულ უარყოფით როლს იმუნური სისტემის სპეციფიკური პათოგენური მექანიზმებიც ასრულებენ.

ნანახია: 433 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები