ბავშვებში ვიდეოთამაშები ზედმეტი კალორიების სწრაფ წვას იწვევს - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » ბავშვებში ვიდეოთამაშები ზედმეტი კალორიების სწრაფ წვას იწვევს
ბავშვებში ვიდეოთამაშები ზედმეტი კალორიების სწრაფ წვას იწვევს
7:11 PM
ბავშვები აქტიური ვიდეოთამაშებით კარგავენ ოთხჯერ მეტ კალორიას წუთში სხვა მჯდომარე თამაშებთან შედარებით. ჰონკონგის უნივერსიტეტის ჩინელმა მკვლევარებმა 6-12 წლის ბავშვებში გაზომეს გულის რითმი და დახარჯული ენერგია სწრაფი მოქმედებებით თანხლებული კომპიუტერული თამაშების დროს.
აღმოჩნდა, რომ ასეთი თამაშები 39%-ით უფრო მეტად იწვევს არასაჭირო კალორიებისგან განთავისუფლებას. გარდა ამისა, ექსპერიმენტში მონაწილეებს აღენიშნათ გულის რითმის მნიშვნელოვანი მატება. წონაში მომატების თავიდან აციდებისთვის, აუცილებელია ორგანიზმში ენერგიის ბალანსის შენარჩუნება, რომელიც დაახლოებით 1500 კილოკალორიას შეადგენს დღეში. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ასეთი მაჩვენებლების მიღწევისთვის საჭიროა ვიდეოთამაშებით დღეში 35 წუთით დაკავება. 
უახლოეს მომავალში მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების კომპიუტერული თამაშებით გატაცება ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაივლის, პირიქით, უფრო მოიმატებს კიდეც, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აღნიშნავენ ექსპერტები. მათი მტკიცებით, ახალი გამოკვლევის შედეგის გათვალისწინებით, არ ღირს კომპიუტერისა და ვიდეომაგნიტოფონის დადანაშაულება ბავშვებს შორის სიმსუქნის გავრცელებაში. დიეტოლოგები თვლიან, რომ თუმცა ახალი თაობის ვიდეოთამაშები არ საჭიროებენ ფიზიკურ მოქმედებას, მაგრამ მაინც იწვევენ ჭარბი კალორიებისგან განთავისუფლებას მოძრაობითი მოქმედებების საფუძველზე და ამით უზრუნველყოფენ ჭარბი წონის პროფილაქტიკას.

ნანახია: 433 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები