აღდგენითი დიეტა ახალი წლის დღეების შემდეგ - 13 იანვარს 2009 - სამედიცინო პორტალი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » იანვარი » 13 » აღდგენითი დიეტა ახალი წლის დღეების შემდეგ
აღდგენითი დიეტა ახალი წლის დღეების შემდეგ
6:18 PM
ტრადიციულად ქართველები შობა-ახალ წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. სადღესასწაულო სუფრაც, შესაბამისად, ძალზე უხვი და მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც წესი, ამ დღეებში ძნელია ნორმალური წონის შენარჩუნება და დღესასწაულების ჩავლის შემდეგ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს იწონის. 
საკუთარი სხეულის ფიგურის თავდაპირველ მდგომარეობამდე მისაყვანად, აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებსაც კარგად ითვისებს ორგანიზმი, ანუ ორგანიზმის მიერ მათი შეწოვის შემდეგ არ რჩებიან ნივთიერებები, რომლებიც “წამლავენ” საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და თირკმელებს. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, კვერცხი და მარცვლეული კულტურები. 
ხილი და ბოსტნეული – ეს არამარტო ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი პროდუქტებია, რომლებიც ასე ჭირდება ორგანიზმს ზამთრის პერიოდში, არამედ ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ საკვებ ბოჭკოებს. ამ პროდუქტებს გააჩნიათ უნიკალური თვისება – ისინი უკავშირდებიან ნაწლავში არსებულ მავნე ნივთიერებებს და ჭარბ ცხიმებს და გამოდევნიან მათ იქიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა პექტინი, რომელიც შედის ვაშლის, ფორთოხლის, მსხლისა და ჭარხლის შემადგენლობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია უჯრედისის კომპონენტები – ლიგნინები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მარცვლოვანი კულტურები. 
კარტოფილი, რომელიც ბევრი ადამიანის აზრით, სრულებითაც არ წარმოადგენს დიეტურ ბოსტნეულს, სწორედ რომ საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად. მოხარშულ კარტოფილს გააჩნია დაბალი კალორიულობა, ამასთან, ის სრულად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. 
კიდევ ერთ შეუცვლელ და სასარგებლო პროდუქტს მიეკუთვნება კვერცხი, რომელიც ორგანიზმის მიერ თითქმის სრულად – 98%-ით შეიწოვება. 
დღეში 1-2 მოხარშული კვერცხის მიღებით არ უნდა გვეშინოდეს ქოლესტერინის დონის მატების, ვინაიდან კვერცხის გულში ქოლესტერინი შედის ლეციტინთან ერთად და ამიტომ ის პრაქტიკულად არ არის საშიში. რაც შეეხება ცილას, ის შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, ამიტომ კვერცხით შესაძლებელია ხორცის ჩანაცვლება გარკვეული დროის განმავლობაში. გარდა ამისა, კვერცხის ცილა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმის დაწვას და ხელს უწყობენ ცხიმოვანი მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას.

ნანახია: 413 | დაამატა: stombox | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები