სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 26
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი შეხვდა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის (SCAD) ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ექსპერტს საკანონმდებლო დარგში ენდრიუ ველსს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება ნარკოტიკების გავრცელების კუთხით, ხელისუფლების პოლიტიკა და ანტინარკოტიკული კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები. როგორც პოზიტიური მოვლენა აღინიშნა, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ძირითადი მიმართულებები და ამჟამად დავალებული აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. ექსპერტი დაინტერესდა ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტით, საპარლამენტო განხილვების მიმდინარეობით.
თავმჯდომარის მოადგილემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში ახალი მიდგომების შესახებ, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მორგებული იყოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დაიწყება საპარლამენტო მუშაობა, რომელშიც ასევე ჩართული იქნება ძალოვანი სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები. 
გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში ბ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 628 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ბოსტნეულის არასწორი წესით მომზადება ზრდის კარიესის რისკს, აცხადებენ დანდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მკვლევარები. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მსვლელობისას შეადარეს ჩაშუშული და შემწვარი ბოსტნეულის გავლენა კარიესის ჩამოყალიბებაზე. 
აღმოჩნდა, რომ ბადრიჯნის, ყაბაყის და მწვანე წიწაკის შეწვის შედეგად, მნიშვნელოვნად მატულობს მჟავების შემცველობა, რომლებიც დამანგრეველ ზიანს აყენებენ კბილის მიმანქარს. შემწვარი ბოსტნეულის მჟავიანობის დონე, უტოლდება გაზირებული სასმელების მჟავიანობას. ეს უკანასკნელი კი, ძალზე დიდ ზიანს აყენებს კბილების ჯანმრთელობას. 
თუმცა, შემწვარი ბოსტნეულისგან განსხვავებით, ჩაშუშული ბოსტნეულის მჟავიანობა მნიშვნელოვნად დაბალია. ექსპერიმენტის მსვლელობისას ასევე დადგინდა, რომ მომზადების მეთოდი არ ახდენს არანაირ გავლენას პამიდვრისა და ხახვის მჟავიანობაზე. წითელი წიწაკის მჟავიანობა მატულობს როგორც შეწვისას, ისე ჩაშუშვისას. 
კვლევის ხემძღვანელის, პროფ. გრაამ ჩედვიკის თქმით, ზ. ა. კვლევა სტომატოლოგებს დაეხმარება კარიეს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 568 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფ. რობერტ დოილის ხელმძღვანელობით, გეგმავენ ინსულინის ახალი ფორმის – საღეჭი რეზინის დაპატენტებას, იტყობინება ჟურნალი “New Scientist”. 
დღესდღეობით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები ინსულინს ღებულობენ ინექციის საშუალებით, რაც მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ ინსულინის პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელი ფორმის შექმნაზე. 
ინსულინის ინჰალაციური ფორმა, რომელიც აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ იქნა მოწონებული 2006 წელს, მოგვიანებით ამოღებულ იქნა გაყიდვიდან, მისი ძალზე მაღალი ღირებულების გამო. ხოლო ინსულინის აბების სახით მიღების მცდელობისას, მეცნიერები წააწყდნენ მთელ რიგ სირთულეებს: ინსულინი ადვილად იშლება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტების მიერ და ძნელად შეიწოვება სისხლში. 
რობერტ დოილმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალური გზა. ინსულინის ადვილად შეწოვადი ფორმის შესაქმნელად, მათ გამოიყენეს ადამიანის ორგანიზმში ვიტამინ B12-ის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 698 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ორსულობის დროს მიღებულ ვაშლებს შეუძლია მომავალში ბავშვი დაიცვას ასთმისა და ალერგიის განვითარების პოტენციური შესაძლებლობისგან. ექიმებმა გააანალიზეს დედის კვება და ათასზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობა დაბადებიდან ხუთი წლის ასაკამდე.
იმ დედების ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად ჭამდნენ ვაშლს, 37%-ით უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ ალერგია და 46%-ით უფრო იშვიათად - ასთმის განვითარება. ამერიკელი იმუნოლოგები დეტროიტის სამედიცინო ცენტრის სენტ-ჯონისა და ბომონის საავადმყოფოებიდან აღნიშნავენ, რომ დედის კვება ორსულობის დროს მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 
ვაშლის დადებითი ზემოქმედება აიხსნება ამ ნაყოფის შემცველი ფლავონოიდებისა და სხვა ანტიოქსიდანტების ძლიერი თვისებებით, ამბობს დოქტორი დევონ დოში. დღეში ერთი ვაშლი საკმარისი აღმოჩნდა ძლიერი დაცვითი ეფექტისთვის. ამის გარდა, კლინიცისტებმა შეამჩნიეს, რომ თევზის მიღება კვირაში ერთხელ, ასევე 43%-ით ამცირებს ალბათობას ბავშვთა ეგზემისა და დერმატიტის განვითარებისა, რაც ახალშობილთა კანის ყველაზე მეტად გავრცელებული ალე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 878 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

როდესაც გარეთ ტემპერატურა ქვეითდება, ხანდაზმულ ადამიანებში არტერიული წნევა იმატებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზამთრის პერიოდში სისტოლური არტერიული წნევა მატულობს ხუთი პუნქტით.
პარიზის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მიმოხილვით კვლევაში მონაწილეობდა 65 წელს გადაცილებული 8 801 ადამიანი. წლის ცივ პერიოდებში გამოკვლეულთა შორის 33,4%-ში დაფიქსირდა არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, მაშინ, როდესაც ზაფხულში ასეთი რამ აღინიშნა ხანდაზმულთა მხოლოდ 23%-ში.
მედიკოსებისათვის ჯერჯერობით გარკვეული არ არის მიზეზობრივი კავშირები. სავარაუდოდ, გამოვლენილ ასოციაციაზე პასუხისმგებელია ბარორეფლექტორული მგრძნობელობა - არტერიული წნევის რეგულირების მექანიზმი, რომელიც ცვლის სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქციებს ხანდაზმულ ასაკში. ნერვული სისტემის ეს ნაწილი გვეხმარება ვაკონტროლოთ ისეთი პროცესები, როგორიცაა ორგანიზმის პასუხი სტრესულ სიტუაციაზე. 
სეზონური განსხვავება წნევის მაჩვენებლებში ადრეც იყო აღნიშნული, მაგრამ ეს არ ეხებოდა კონკრეტულად ხანდაზმულ ადამია ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 589 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული, სტომატოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს პირის ღრუს ბაქტერიების ახალი ტიპი, სახელწოდებით Prevotella histicola, იტყობინება “Journal of Systematic and Evolutionary Microbiology”. 
მეცნიერები თვლიან, რომ მოცემული ბაქტერია გარკვეულ როლს ასრულებს პაროდონტის დაავადებების განვითარებასა და კარიესის ჩამოყალიბებაში. 
მკვლევართა ჯგუფმა პროფ. უილიამ ვეიდის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ანაერობული გრამუარყოფითი ჩხირები შესაძლოა არსებობდნენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის როგორც ჯანმრთელ ქსოვილებში, ისე სიმსივნური წარმონაქმნების ქსოვილებში. 
ადამიანის ნერწყვის თითოეულ მილიმეტრში შესაძლებელია 600 სახეობის 100 მილიონამდე ბაქტერიის აღმოჩენა. თუმცა, დღესდღეობით მათი მხოლოდ ნახევარია აღწერილი. ბრიტანელი მეცნიერები გეგმავენ პირის ღრუს ბაქტერიების შესწავლის გაგრძელებას. მომავალში ეს მათ დაეხმარება კარიესის განვითარების და ღრძილების დაავადების მექანიზმების უკეთ გაგებაში, აგრეთვე მათი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში.

ნანახია: 607 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ადამიანის ორგანიზმი ვერ ასწრებს მიეჩვიოს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს. ამის შედეგად იზრდება გაცივებით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებების რიცხვი. სურდო, თავისა და ყელის ტკივილი იძულებულს ხდის ადამიანებს, გაიქცნენ აფთიაქში, თუმცა იქნებ ჯობდეს თავიდან ჩვენი ბებიების ნაცადი საშუალებები გამოგვეყენებინა.
• პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ გრიპი არ გაქვთ. გრიპს ახასიათებს შემცივნება, მაღალი ცხელება 39-40 გრადუსამდე, რომელიც ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევი პრეპარატების მოქმედებას, თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. თუკი მსგავსი სიმპტომები არ აღინიშნება, უნდა დაითბუნოთ ფეხები. კარგია მდოგვის შემცველი ცხელი წყლის აბაზანის მიღება (ნორმა - 1 ს.კ. მდოგვი 6-8ლ წყალზე). უმჯობესია, თუკი თასს ზევიდან გადავაფარებთ პირსახოცს ან შალის პლედს. წყლის გაცივების კვალად მას თანდათანობით უნდა დაემატოს ცხელი წყალი. აბაზანა გრძელდება 15-20 წთ. შემდეგ ფეხები უნდა გავიმშრალოთ და ჩავიცვათ შალის წინდები.
• კარგი ეფექტი აქვს ტრადიციულ მკურნალობას კარტოფილით: კარტოფილი უნდა მოიხარშოს კანიანად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 702 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-17 | კომენტარი (0)

ზოგადი დახასიათება: 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იპიდაკრინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 
თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით;
შემადგენლობა:  
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 20 მგ.
   
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის სტიმულატორი.
ათქ-კოდი: N07AA.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეირომიდინი-ავერსი წარმოადგენს პერორალური გამოყენების ქოლინოლიზურ საშუალებას, ქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ორი მოლეკულური ეფექტის ხელსაყრელი კომბინაციით: უჯრედის მემბრანის კალიუმის იონებისადმი განვლადობის დათრგუნვით და აცეტილქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბირებით. ამასთან, პრეპარატის მოქმედების მექანიზმში კალიუმის არხების ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 742 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-14 | კომენტარი (0)

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ტარდება ორსულობის ადრეულ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტის მიერ, ითვლება ძალზე მნიშვნელოვან და დროულ საშუალებად საშვილოსნოსგარე ორსულობის დასადგენად. სალპინგოექტომია ან ემბრიონის სელექტიური რედუქცია წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს, რომელიც გულისხმობს საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტას და საშვილოსნოსშიდა ორსულობის შენარჩუნებას. 
ჩინეთში ჩატარდა რეტროსპექტული კვლევა, რომელმაც გამოავლინა საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად. 1476 ორსულობიდან 12 შემთხვევაში გამოვლინდა ჰეტეროტოპიკური ორსულობა. 9 პაციენტს ჩაუტარდა სალპინგოექტომია, ხოლო 2-ს – ემბრიონის რედუქცია ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ, ხოლო 1 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა და ის იმყოფებოდა პროსპექტული დაკვირვების ქვეშ. 
ოპერაციის ჩატარების შემდეგ, 4 პაციენტში საშვილოსნოსშიდა ორსულობა გაგრძელდა მშობიარობის ვადამდე, ხოლო 2 შემთხვევაში მშობიარობა აღინიშნა ორსულობის 35-ე კვირაზე. 
ამგვარად, ორსულობის გახანგრძლივება მოხდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 718 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-14 | კომენტარი (0)

ყავის მოყვარულებს აქვთ ფსიქიატრთან მოხვედრის რეალური რისკი. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰალუცინაციები, რომელსაც იწვევს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელების 90% ამა თუ იმ სახით, ყოველდღიურად იღებს კოფეინს. უფრო მეტიც, ეს პრეპარატი შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მოიხმარება მსოფლიოში.
სუფთა სახით, კოფეინი წარმოადგენს ნახევრად გამჭვირვალე თეთრ ფხვნილს. ის შედის არამარტო ყავის, არამედ სხვადასხვა ჯიშის ჩაისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში. მიღების შემდეგ იგი 45 წთ-ის განმავლობაში მთლიანად შეიწოვება წვრილი ნაწლავებიდან და აუმჯობესებს გონებრივი და ფიზიკური შრომის მონაცემებს. გადამეტდოზირების შემთხვევაში კი ის იწვევს ე.წ. კოფეინით თრობას, რომლის მთავარი ნიშნებია ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, კრუნჩხვები, უძილობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. ეს ხდება ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც კოფეინის დღიური დოზა გადააჭარბებს 250მგ-ს.
კოფეინი - ეს არის ალკალოიდი, 1,3,7- ტრიმეთილქსანტინი (C8H10N4O2). სუფთა სახით ის გამოყოფილი იქნა ჩაის ფოთლებიდან 1827 წელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 511 | დაამატა: stombox | თარიღი: 2009-01-14 | კომენტარი (0)

1 2 3 »
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები