ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სისხლის გამოკვლევები » ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები
ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:07 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას ლიმფოციტოზს უწოდებენ. დაქვეითებას – ლიმფოციტოპენიას, ლიმფოპენიას. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს აბსოლუტური (ანალიზში აისახება უჯრედების რაოდენობა მოცულობით ერთეულში) ან შეფარდებითი (სისხლის ანალიზში გამოხატება პროცენტებში, ამასთან ლიმფოციტების რაოდენობის შეცვლა ხდება სისხლის შრატში სხვა უჯრედების, მაგ. ნეიტროფილების რაოდენობის მომატების ან დაკლების ხარჯზე).

აბსოლუტური ლიმფოციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ქრონიკული ლიმფოლეკოზი (ორგანიზმის ქსოვილების პროლიფერაციული ზრდა უჯრედების ახლადწარმოქმნა - გამრავლების ხარჯზე);

2. ქრონიკული სხივური დაავადება;

3. ბრონქული ასთმა;

4. თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული პროდუქცია);

5. ზოგიერთი ინფექციური დაავადება (ყივანახველა, ტუბერკულოზი);

6. სპლენექტომიის შემდგომი მდგომარეობა (ელენთის ამოკვეთის შემდეგ, მაგ. ტრავმის გამო);

7. ნარკოტიკების მიღება.

აბსოლუტურ ლიმფოპენიას იწვევს:

1. ლიმფოიდური სისტემის განვითარების ანომალიები (ამ დროს ძვლის ტვინში ლიმფოციტები არასაკმარისად გამომუშავდება);

2. მაიონიზებელი გამოსხივება (ზოგჯერ);

3. სისხლის სისტემის პროლიფერაციული დაავადებები (ლეიკოზები, მიელომა, ლიმფოსარკომა, სარკოიდოზი, კარცინომა);

4. აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);

5. კუშინგის დაავადება, კორტიკოსტეროიდების მიღება;

6. ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა (კაზეოზური პნევმონია, მილიარული ტუბერკულოზი);

7. ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

T ლიმფოციტების რიცხვის განსაზღვრა ხდება როზეტების წარმოქმნის მეთოდის მეშვეობით.

T-ლიმფოციტების რაოდენობა ნორმაში: შეფარდებითი შემცველობა 50-90%, ხოლო აბსოლუტური შემცველობა - 800-2500 ან 0,8-2,5• 10 9 /ლ.

ლიმფოციტების სუბპოპულაციები (T-ჰელპერები, T-სუპრესორები) განისაზღვრება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით. მათი თანაფარდობა, ანუ T-ჰელპერების თანაფარდობა T-სუპრესორებთან, განისაზღვრება თეოფილინის ტესტის გამოყენებით. თეოფილინის ზეგავლენით T-სუპრესორები კარგავენ როზეტის წარმოქმნის უნარს, რის გამოც ასეთმა უჯრედებმა მიიღეს თეოფილინ-მგრძნობიარე (თმ) უჯრედების სახელწოდება. ე.წ. თეოფილინ-რეზისტენტული უჯრედების (თრ) უმეტეს პროცენტულ შემადგენლობას წარმოადგენენს T-ჰელპერები.

თრ/თმ მაჩვენებელი ნორმაში შეადგენს 2,5-3,5.

T-ლიმფოციტების რაოდენობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები;

2. შენელებული ტიპის ზემგრძნობელობის რეაქცია (T უჯრედების ხარჯზე განხორციელებული ალერგიული რეაქციიების სახესხვაობა, მაგ. ალერგიული დერმატიტი);

3. რეკონვალესცენცია (გამოჯანმრთელება);

4. ტუბერკულოზი.

T-ლიმფოციტების რაოდენობა შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები;

2. იმუნოდეფიციტი;

3. სიმსივნეები;

4. ტუბერკულოზი;

5. სტრესი;

6. ტრავმა;

7. დამწვრობა;

8. სისხლჩაქცევა;

9. ალერგიის ზოგიერთი ტიპი;

10. ინფარქტი.

T-ჰელპერების ნორმა :

შეფარდებითი შემცველობა 30-50%,

აბსოლუტური შემცველობა 600-1600კლ/მკლ ან 0,6-1,6•109/ლ

T-ჰელპერების რაოდენობის მომატებას იწვევს:

1. ინფექციები;

2. ალერგია;

3. აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები, ჰემოლიზური ანემია, აუტოიმუნური გლომერულონეფრიტი და სხვ.);

T-ჰელპერების შემცველობის დაქვეითებას იწვევს:

1. იმუნოდეფიციტეტური მდგომარეობა;

2. შიდსი;

3. ციტომეგალოვირუსული ინფექციები;

B-ლიმფოციტების ნორმა:

შეფარდებითი შემცველობა 10-30%

აბსოლუტური შემცველობა 100-900კლ/მკლ ან 0,1-0,9• 10 9/ლ

B-ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას იწვევს:

1. ინფექციები;

2. აუტოიმუნური დაავადებები;

3. ალერგიული დაავადებები;

4. ლიმფოლეიკოზები;

5. მიელომური დაავადება.

B-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას იწვევს:

1. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;

2. სიმსივნეები.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სისხლის გამოკვლევები » ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები
გვერდი 1 დან1
ძებნა: