სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სისხლის გამოკვლევები » სისხლის აღების ტექნიკა
სისხლის აღების ტექნიკა
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:06 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
· სისხლის აღების პროცედურა უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე დროს, ერთნაირ პირობებში, სასურველია, საკვების მიღებამდე;

· მორფოლოგიური გამოკვლევისათვის საჭირო სისხლის აღება ხდება თითში ჩხვლეტის გზით. სისხლს იღებენ მარცხენა ხელის მეოთხე თითიდან. ჩხვლეტამდე ხდება თითის წინასწარი დეზინფექცია და გაუცხიმოვნება სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ ეთერით. ჩხვლეტა ხდება სტერილური სკარიფიკატორით ან ფრანკის ნემსით პირველი ფალანგის რბილობის წვერზე 2,5-3მმ სიღრმეზე. სისხლის პირველი წვეთი უნდა მოიწმინდოს ფილტრის ქაღალდით ან ეთერში დასველებული ბამბით.

· სისხლს იღებენ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ედს-ის, შემდეგ კი ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის. ამის შემდეგ ლეიკოციტების და ერითროციტების დასათვლელად ხდება ნაცხის აღება.

· სისხლის აღების შემდეგ თითზე შემოახვევენ სპირტში ან ეთერში დასველებული ბამბის ტამპონს და სისხლდენის შესაჩერებლად მიაბჯენენ ხელისგულს.

გახსოვდეთ:

· გაითვალისწინეთ, რომ სისხლის შემადგენლობას ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ასპირინი, ინდომეტაცინი, კარბამაზეპინი. ეს დროებითი მოვლენაა და მას შემდეგ, რაც მედიკამენტების მიღებას შეწყვეტთ, სისხლის ანალიზი კვლავ მწყობრში ჩადგება.

· სისხლი ცვლილებებს განიცდის ალკოჰოლური სასმელების მიღების, მზის აბაზანების, ფიზიო-პროცედურებისა და რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში სისხლის ანალიზის გაკეთება რამდენიმე დღით გადადეთ.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სისხლის გამოკვლევები » სისხლის აღების ტექნიკა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: