გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » კარდიოლოგია » გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა
გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:27 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ოსაკის უნივერსიტეტის კლინიკის თანამშრომლებმა წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა გულის მუშაობის აღდგენას პაციენტის ჩონჩხის კუნთებიდან აღებული უჯრედების-მიობლასტების გადანერგვით. ახალი მეთოდი ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ გულის გადანერგვაზე, რომელიც რეკომენდირებული იყო ავადმყოფისთვის მკურნალობის დაწყებამდე.
შეგუბებითი კარდიომიოპათიის დიაგნოზის მქონე 50 წლის მამაკაცი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდა დონორული ორგანოს გადანერგვას, უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
2006 წლის ივლისში ექსპერიმენტის ჩატარებას მხარი დაუჭირა საუნივერსიტეტო კლინიკის ეთიკურმა კომისიამ. ექიმებმა პაციენტის ბარძაყიდან აიღეს 10 გ კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც შეიცავდა მიობლასტებს - ჩონჩხის კუნთების მომწიფებული უჯრედების წინამორბედებს. ორი თვე დაჭირდა არსებული მიობლასტებიდან 25 თხელი ფირფიტის ფორმირებას, რომლითაც მოხდა ავადმყოფის გულის, ძირითადად, სისხლის გადასროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - მარცხენა პარკუჭის, ”შემოგარსვა”. მიობლასტების იმპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა 2007 წლის მაისში.
ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს კარდიოსტიმულატორის მოცილება. ამჟამად, ექიმების თქმით, გულის ფუნქცია პრაქტიკულად სრულად აღდგა - რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მამაკაცს შეუძლია ექიმების გარეშე ნორმალური ცხოვრების წარმოება.
როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების დირექტორი იოშიკი სავა (Yoshiki Sawa) განმარტავს, ავადმყოფის გულში გადანერგილი მიობლასტები არ გარდაქმნილან მიოციტებად და არ ღებულობდნენ გულის მუშაობაში მონაწილეობას, თუმცა მათ მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობდნენ მიოკარდის საკუთარი უჯრედების შრომისუნარიანობის აღდგენას. მომავალში იაპონელი ექიმები ვარაუდობენ ახალი მეთოდის ადაპტირებას გული მთელი რიგი სხვა დაავადებების მკურნალობისადმი.
დღესდღეობით გულის კუნთის აღდგენის მიზნით ჩონჩხის მიობლასტების გამოყენების ექსპერიმენტები ტარდება მსოფლიოს რიგ სამეცნიერო ცენტრებში, მაგრამ, როგორც იაპონელი ექიმები ამბობენ, მათი პაციენტი პირველი ადამიანია, რომლისთვისაც ამ მეთოდიკამ ჩაანაცვლა გულის გადანერგვის ოპერაცია.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » კარდიოლოგია » გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა
გვერდი 1 დან1
ძებნა: