სტომატიტის სწრაფი შემსუბუქება - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » სტომატიტის სწრაფი შემსუბუქება
სტომატიტის სწრაფი შემსუბუქება
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 4:42 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
თქვენ დაკავებული ხართ თქვენი საქმით და უცებ გრძნობთ ტკივილს ენაზე, ან ტუჩის მეორე შიდა მხარეს ეს პატარა წითელი წყლულია, რომელიც შემდგომში გადაიქცევა მტკივან, წითელარშიაშემოვლებულ თეთრ წყლულად, რომელიც გამოიწვევს ტკივილს ჭამის, კბილე­ბის გახეხვის დროს. ეს წყლულოვანი ანთება და სიმსივნეა.
პირის ღრუში წყლულები ჩნდება ენის, ან ლოყის, ლორწოვან გარსზე. ზუსტად არავინ არ იცის რა არის მათი წარმოქმნის მიზეზი, შესაძ­ლოა ეს მემკვიდრეობითია. შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როდესაც მოიკვნეტთ ენას ან ლოყას, უხეში ჯაგრისით ან მაგარი საკვებით დაიზია­ნებთ ლორწოვან ზედაპირს და შექმნით წყლულის გაჩენის შესაძლებლობას. ზოგჯერ წყლული ჩნდება სტრესის, ციების ან გაცივების შემდეგ.
ექიმი პეისტი ფიქრობს, რომ არ არსებობს რაიმე წამალი, რომელიც გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. ,,ჩვეულებრივ, პაციენტებს ვეუბ­ნები, რომ თუ ამ დაავადებას ვუმკურნალებ, ორ კვირაში გაივლის, თუ არა და თოთხმეტ დღეში~, ამბობს ის. ზოგჯერ ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ გგონიათ, არასოდეს გაგივლით უნდა მოითმინოთ. რაც უფრო მოგემატებათ ასაკი, მით ნაკლებად შეგაწუხებთ ეს უსია­მოვნო მოვლენა. მანამდე კი საშუალება მიეცით ავადმყოფობას ჩვეული წესით განვითარდეს, თუმცა არსებობს ტკივილის შემსუბუქების რამდენიმე საშუალება.
,,ვიტამინური~ საშუალება. როგორც კი იგრძნობთ პირის ღრუში წყლულების გაჩენის შესაძლებლობას, კბილებით გაჭყლიტეთ E ვიტამი­ნის კაფსულა და საშუალება მიეცით შიგთავსი ჭრილობაზე მოხვდეს. მიიღეთ 500 მილიგრამი ჩ ვიტამინი 3-ჯერ დღეში, სამი დღის გან­მავლობაში. ეს დააჩქარებს შეხორცების პროცესს.
სისხლის შემდედებელი ფანქარი. ეს საშუალება გამოიგონეს მათ, ვისაც ხშირად აწუხებდა პატარა წყლულები. ფანქრის აქტიური ინგრე­დიენტი შაბია, რომელიც აშრობს ჭრილობას. მთავარია დროულად დააფიქსიროთ წყლულის წარმოქმნის პროცესი. წაისვით სისხლის შემდედებელი საშუალების თხელი ფენა _ ეს თავიდან აგარიდებთ საშინელ ტკივილს.
მარილხსნარი. 1 ჩ.კ. მარილი გააზავეთ 1 ჩ.ჭ. თბილ წყალში. გამოივლეთ პირის ღრუში ერთი წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა გაწ­მენდს ქსოვილს წყლულის გარშემო და ხელს შეუწყობს მის სწრაფ შეხორცებას, გარდა ამისა, თანდათან შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ასევე გიშველით საჭმელი სოდის ხსნარი.
შეაჩერეთ წყლულის განვითარება. აფთიაქში იყიდება ჰელიანესტეტიკები, რომლებიც შეიცავენ ბენზოკაინს, ფენოლს, ქაფურს და მენ­თოლს. ეს საშუალებები ხელს უშლიან წყლულების შემდგომ განვითარებას.
კბილის პასტა. კბილის პასტა ,,ორაბეიზი~ (Oრაბასე) დაიდეთ წყლულზე. მანამდე კი ოდნავ შეამშრალეთ წყლული ბამბის ქსოვილით. ამ პროცედურისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
ჩაი. ჩვეულებრივი ჩაი შეგიმსუბუქებთ უსიამოვნო შეგრძნებებს. ცხვირსახოცი ან დოლბანდის ნაჭერი დაასხველეთ ცივ ჩაიში, რამდენი­მე წუთით დაიდეთ წყლულზე, სანამ დისკომფორტის შეგრძნება არ გაგივლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაის პაკეტი. დარწმუნდით, რომ ეს ჩვეულებრივი ჩაია და არა მცენარეული, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედი ნივთიერებაა შავი ჩაის ტანინი.
გამოივლეთ რძე. ,,თუ ენაზე ან ლოყაზე წარმოქმნილი წყლულით გამოწვეული ტკივილი ჭამაში გიშლით ხელს, ჭამის წინ პირის ღრუში გამოივლეთ რძე~, _ გთავაზობთ სამედიცინო სტომატოლოგიის დოქტორი დევიდ ბურტი. რძე ქმნის დამცავ ფენას ენაზე და ჭამა შესაძ­ლებელი ხდება.
თავი შეიკავეთ ცხარე, მჟავე და მარილიანი კერძებისგან. რბილი საკვები ჭამის დროს დისკომფორტს არ შეგიქმნით. თავი აარიდეთ ნი­გოზის, თხილის, მჟავე ხილის, ძალიან ცხარე საკვების მიღებას, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.
მიმართეთ ექიმს. თუ წყლულის ტკივილი არ შემცირდა, არამედ გაძლიერდა და აუტანელი გახდა, ე.ი. მოხდა ბაქტერიებით ინფიცირება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ექიმი, ალბათ, შემოგთავაზებთ ანტიბიოტიკების (მაგალითად, ტეტრაციკლინის) მიღებას, რომელიც ცნობილია, როგორც გამოჯანმრთელების პროცესის დამაჩქარებელი საშუალება.


il mio vivere è per voi
 
wolfთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 8:26 PM | შეტყობინება # 2
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შენ გაიხარე biggrin biggrin wink wink

"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
stomboxთარიღი: ორშაბათი, 2009-04-27, 9:40 PM | შეტყობინება # 3
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
wolf, biggrin biggrin biggrin

il mio vivere è per voi
 
tako55თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 3:07 PM | შეტყობინება # 4
რიგითი
ჯგუფი: პაციენტი
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სტომატიტის დროს კარგია სოლკოსერილი-დენტალური ადგეზიური პასტა. ჩემ შვილს ქონდა სტომატიტი 1 წლის და 2 თვის ბავშვს და ძალიან მალე უშველა, თითქმის 2 დღეში, პარალელურად სოდიანი ტამპონიტთ ვუწმინდავდი პირის ღრუს და იოდინოლს ვუსმევდი.
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » სტომატიტის სწრაფი შემსუბუქება
გვერდი 1 დან1
ძებნა: