სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » ჯანმრთელი კბილები
ჯანმრთელი კბილები
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 4:41 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline

მხოლოდ ერთი კარიესული ღრმულის ყრუ ტკივილი საშინელ დისკომფორტს ქმნის პირის ღრუში და ყურებზეც კი ვრცელდება. პირის ღრუს უმნიშვნელო დაავადებაც კი საშინელ ტკივილს იწვევს. აგტკივდათ ე.ი. დროა მი­ხედოთ კბილს ან ღრძილების ქრონიკულ დაავადებას. შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათი გაატარეთ სტომატო­ლოგთან. ალბათ ეს საათები წლებად მოგეჩვენათ. არის კი რაიმე საშუალება ტკივილის შესამცირებლად, ნაკ­ლები პლომბის გასაკეთებლად და ყოველგვარი ბურღვის თავიდან ასაცილებლად? რა თაქმს უნდა, არის. რო­გორც კი აგტკივდებათ, რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ კბილის ტკივილს თავიდან აიცილებთ. ეს საკმაოდ მარტივი და სწრაფი საშუალებებია.
_ კბილების საწმენდი ძაფის საშუალებით ერთ წუთში შეძლებთ თავიდან აიცილოთ კბილების და ღრძილების დაავადებები.
_ ხელის გარკვეულ წერტილზე ერთი წუთის განმავლობაში ყინულით ზემოქმედების შემთხვევაში, შეძლებთ შე­ამციროთ კბილის ტკივილი.
_ თხუთმეტი წუთი და საღეჭი რეზინა დაგეხმარებათ შეამციროთ კბილებზე ქვების წარმოქმნის რისკი.

უთხარით ,,არა!" პირიდან ცუდ სუნს

პაროდონტოზი პირიდან ცუდი სუნის ძირითადი მიზეზია. ის წარმოადგენს ბაქტერიების, ინფექციის და დაზიანებული ქსოვილების საში­ნელ კომბინაციას. მკურნალობის ერთადერთი საშუალება ღრძილების და კბილების მოვლაა. დაიწყეთ ექიმთან ვიზიტით.
პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადებებიც. ამიტომ, თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად, სუნი არ გაქრა, აუცილებ­ლად მიმართეთ ექიმს. ხშირად პირიდან ცუდი სუნის მიზეზი ძალიან მარტივია და მისი მკურნალობა საკმაოდ ხანმოკლეა.
გაიხეხეთ კბილები. კბილების რეგულარული გაწმენდა კბილის ჯაგრისით და ძაფით, თავიდან მოგაცილებთ ბაქტერიებს, რომლებიც იწ­ვევენ პირიდან ცუდ სუნს. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.
გამოივლეთ პირის ღრუ. პირის ღრუს დაცვა ბაქტერიებისგან შეიძლება პირის სავლების და კბილის ელექსირების დახმარებით. მათი მოქმედების ხანგრძლივობა სამ საათამდეა. შეეცადეთ შეიძინოთ ისეთი ელექსირები, რომლებიც შეიცავენ შემდეგ კომპონენტებს: თი­მოლი, ევკალიპტი, მეთილსალიცილატი და მენთოლი.
რა ,,დავაყოლოთ~ ცუდ სუნს. რიამე იტალიური კერძი მიირთვით? საშიში არაფერია, ერთის გარდა თქვენ ნივრის სუნი აგდით. ,,თქვენ იხეხავთ კბილებს ყოველი ჭამის შემდეგ, მაგრამ პირიდან ცუდი სუნი მაინც გაქვთ. ეს შეიძლება იყოს ფილტვების ცუდი მუშაობის შედე­გი~, ამბობს ექიმი პეისტი. სუნის მქონე ნივთიერებები საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლში ხვდება, ფილტვებს გაივლის და პი­რიდან გამოდის. საჭმლის მომნელებელი ორგანოების მიერ ნივრის დიდი რაოდენობის მსუბუქი გადამუშავებაც კი იწვევს ნივრის სუნს პირიდან, რადგან სუნის მქონე ნივთიერებები ფორებიდან სისხლში ხვდება.
ნივრის, ხახვის და სხვა მძაფრი სუნის მქონე პროდუქტების უსიამოვნო სუნის მოშორება შეგიძლიათ რამდენიმე წუთში. დაღეჭეთ ცოტაო­დენი ოხრახუში ან პიტნა.
როგორ ავიცილოთ თავიდან სტრესის შედეგები. სტრესი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას, ამით ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გამომ­წვევი მიკროორგანიზმების გამრავლებას. ერთი ყლუპი წყალი ან პიტნის ნაყენი რამდენიმე წამში გამოასწორებს მდგომარეობას.
დაინამეთ სინუსები. (სინუსები ცხვირის დანამატი ღრუები. ღრუები ქალას ძვალში, რომელიც უერთდება ცხვირის ღრუებს: ზედა ყბის ჰაი­მორული და შუბლის ფრონტალური ღრუები). ცხვირის გაჭედვა და გამონაყოფი, რომელიც დაკავშირებულია სინუსების ინფიცირებას­თან, შეიძლება გახდეს ცუდი სუნის მიზეზი. ინფექციის სამკურნალოდ თქვენ, შესაძლოა, დაგჭირდეთ ანტიბიოტიკები. შეეცადეთ შეიმსუ­ბუქოთ მდგომარეობა მარილხსნარის დახმარებით (1/2 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.ჭ. წყალზე), რომელიც გამორეცხავს ყველა გამონაყოფს (სეკ­რეტს) და ბაქტერიებს.

მიმაგრება: 1166786.jpg (6.9 Kb)


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » ჯანმრთელი კბილები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: