სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » კარიესი (რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს?)
კარიესი
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 4:36 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ბევრ მეცნიერს, ექიმსა და პაციენტს სურს. არსებობს კარიესის განვითარების უამრავი თეორია, დაწერილია მრავალი მეცნიერული ნაშრომი ამ თემაზე, მაგრამ კარიესი მაინც აწუხებს ბევრ ჩვენს პაციენტს. და მაინც, ეს გარდაუვალია, თუ არსებობს რაიმე საშუალებები პროცესის შესაჩერებლად?

მოდით გავიხსენოთ პირვბელად როდის დაფიქრდით კარიესზე? ალბათ ღრმა ბავშვობაში, როდესაც მშობლები კბილების გახეხვას გთხოვდნენ დილას და საღამოს. კბილებს იხეხავდით, კარიესი კი მაინც გაჩნდა. ნუ ვიკამათებთ იმაზე, რამდენად კარგად იხეხავდით კბილებს. მოდით დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეიძლება? ერთი გზაა - მოითმინოთ, გამოიჩინოთ “ნებისყოფა” და არ იფიქროთ ამაზე. რათქმაუნდა, ასეც შეიძლება. ბევრია კარგი ქირურგი-სტომატოლოგი, რომლებიც კვალიფიციურად ამოიღებენ იმ ნარჩენებს, რაც თქვენი კბილისგან დარჩება და სიამოვნებით გადაულოცავს თქვენს თავს ექიმ-ორთოპედს, რომელიც შემოგთავაზებთ მოსახსნელი პროტეზების დიდ არჩევანს. ან იქნებ უფრო ცივილიზებული გზა აგერჩიათ?

მაშ ასე, თქვენ უკვე სტომატოლოგის სავარძელში ხართ. კარგი იქნებოდა პროფესიონალური ჰიგიენით დაგეწყოთ. თუმცა, მხოლოდ ნადებების მოშორება არაა საკმარისი, თუნდაც ყველაზე თანამედროვე საშუალებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლის საშუალებების შერჩევა, რომელიც ოპტიმალური იქნება თქვენთვის.

თუკი თქვენ უკვე აღმოგიჩინეს კარიესის პირველი ნიშნები ცალკეულ კბილებზე, არ დაიზაროთ საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება სტომატოლოგთან. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ “ტყუილად” დადიხართ, რომ ბჟენს არ გიკეთებენ და მხოლოდ “რაღაცას” გისვამენ კბილებზე. თუმცა თქვენი მცდელობა ამაოდ არ ჩაივლის და თქვენ არ გახდებით კარიესის “ბედნიერი მფლობელი”. კვალიფიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებისას შესაძლებელია კარიესის თავიდან აცილება.

იმ შემთხვევაში, თუკი კარიესმა უკვე “დაიბუდა” თქვენს კბილებზე, კარგი იქნება დაუყოვნებლივ დაიწყოთ მკურნალობა. ამისათვის არსებობს უამრავი სპეციალისტი, ვისაც შეუძლია აღმოგიჩინონ პროფესიონალური დახმარება. თანამედროვე სტომატოლოგის არსენალში არის მასალების დიდი არჩევანი, რაც საჭიროა სხვადასვა სახის მკურნალობის ჩასატარებლად. რათქმაუნდა, მასალები არსებობს მეტ-ნაკლებად ძვირადღირებული. ფასი ძირითადად დამოკიდებულია მწარმოებელზე. თუმცა მთავარია სპეციალისტის სწორად არჩევა, რომელიც შემოგთავაზებთ ადექვატურ მკურნალობას. ვთქვათ, სტომატოლოგი აირჩიეთ, მკურნალობის მეთოდიც არჩეულია, მაგრამ მომსახურების ტარიფი ვერ ჯდება თქვენს ფინანსურ გეგმებში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ საბანკო კრედიტი გამოიყენოთ. მართალია ბანკისთვის კრედიტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ თუკი დროულად ჩაიტარებთ მკურნალობას აღარ დაგჭირდებათ მეტალოკერამიკის გვირგვინები და იმპლანტატები, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე კარიესების მკურნალობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარიესის დროული მკურნალობა ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე “ნებისყოფის გამოჩენა” და პირის ღრუში არასასიამოვნო შეგრძნებების იგნორირება.

მიმაგრება: 9074290.jpg (4.1 Kb)


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » სტომატოლოგია » კარიესი (რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარიესი არ არსებობდეს?)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: