ასპირინი არ იცავს - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » ასპირინი არ იცავს
ასპირინი არ იცავს
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 4:47 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა უმრავლესობაში, ასპირინის მიღება პროფილაქტიკური მიზნით ხელს არ უშლის ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას. ახალი კვლევის მონაცემების თანახმად, ასპირინი ეფექტურია მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ინფარქტი ან ინსულტი, ხოლო დიაბეტის მქონე სხვა პაციენტებში ის ამ მხრივ ნაკლებად სასარგებლოა.
ასპირინი – იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, თუმცა ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ეს მედიკამენტი ეფექტს იძლევა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები.
დანდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შოტლანდიაში, პროფ. ჯილ ბელჩის ხელმძღვანელობით, შეაგროვეს ინფორმაცია 1276 პაციენტზე, რომლებსაც გადატანილი არ ჰქონდათ ინფარქტი და ინსულტი, თუმცა დიაბეტის ან პერიფერიული არტერიების დაავადების გამო ისინი შედიოდნენ გულ-სისხლძარღვოვანი რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფში. პაციენტთა ნაწილი იღებდა ასპირინს ან პლაცებოს, ხოლო მეორე ნაწილი კი – ანტიოქსიდანტებს ან პლაცებოს. 8 წლის შემდეგ ორივე ჯგუფის პაციენტებს თითქმის ერთნაირი სიხშირით განუვითარდათ ინფარქტები და ინსულტები.
მკვლევარები ხაზს უსვამენ იმას, რომ ასპირინი ეფექტურია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ინფარქტი ან ინსულტი, ანუ მისი მიღება მიზანშეწონილია მეორადი პროფილაქტიკის მიზნით.
ამჟამად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ასპირინის ან ანტიოქსიდანტების მიღება პირველადი პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვოვანი მიზეზით სიკვდილობის რიცხვის კლების მხრივ. მიუხედავად ამისა, ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მეორადი პროფილაქტიკისათვის, დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში.

მიმაგრება: 9041713.jpeg(2Kb)


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » ასპირინი არ იცავს
გვერდი 1 დან1
ძებნა: