სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » საოცარი ნახშირი
საოცარი ნახშირი
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 4:46 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline

თუ ჭკვიანი და ნაკითხი ხართ, თქვენს აფთიაქში აუცილებლად მოიძებნება ისეთი საოცარი წამლის ორი–სამი შეფუთვა, როგორიცაა ‘’აქტივირებული ნახშირი’’. ეს პატარა შავი აბები, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობთ, სინამდვილეში ძლიერი აბსორბენტია, რომლებსაც პირდაპირი გაგებით შეუძლიათ დაგიცვან ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
სუფრასთან

თუ სადღესასწაულო სუფრასთან დაჯდომამდე დალევთ 2–4 აქტივირებული ნახშირის აბს, იგი თქვენს ორგანიზმს არ მისცემს მალე დათრობის საშუალებას და შესძლებთ დარჩეთ ფხიზელ მდგომარეობაში. არც ის ფაქტია ნაკლებმნიშვნელოვანი, რომ მეორე დილით თქვენი კუჭი თავს შესანიშნავად იგრძნობს იმის მიუხედავად, თუ რამდენი საჭმელ–სასმელი მიირთვით. თუმცაღა, ეცადეთ ზომიერება დაიცვათ.
პირღებინება, მოწამვლა

თუ ზედმეტი ჭამეთ ან დალიეთ(როგორც სუსტი, ასევე ძლიერი ალკოჰოლური სასმელი), ან ვადაგასული საკვები მიირთვით, რომელსაც ხანდახან ქუჩაში მივირთმევთ – ამან შეიძლება ერთობ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. მაგალითად მოწამვლა ან კუჭის დასუსტება. ამ დროსაც შეგიძლიათ დალიოთ ნახშირი: თქვენი ძვირფასი წონის 12–15 კილოგრამზე ერთი აბი და დააყოლეთ ანადუღარი წყალი.
მონელების დარღვევა

თუ ხშირად გიწევთ ქუჩაში ჭამა და წვნიანს იშვიათად მიირთმევთ, ეს იწვევს გასტრიტებს, კოლიტს და სხვა საშინელებებს. აქციეთ წესად, რომ ყოველთვის გქონდეთ ჩანთაში ეს ძვირფასი ბუნებრივი აბსორბენტი და მორიგი ბუტერბროდის მირთმევისას დააყოლეთ მას ორი აბი ნახშირი.
მოგზაურობისას

დავიწყოთ იმით, რომ აქტივირებული ნახშირი საზღვარგარეთ ათჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენს აფთიაქებში და თანაც მისი შეძენა რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ. უცხო ქვეყნის სამზარეულოს და სასმელ წყალს ადამიანის კუჭი ხშირად ძნელად იტანს. ამიტომ, სანამ რამეს მიირთმევთ, დალიეთ ორი აბი ნახშირი.
გამონაყარი

გამონაყარი სახეზე ხშირად ჩნდება ტოქსინების სიმრავლის გამო კუჭ–ნაწლავის მომნელებელ სისიტემაში. თუ თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარებთ ორგანიზმის გასუფთავების პროფილაქტიკურ კურსს, ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი გათავისუფლდება გამონაყარისაგან და ზედმეტი ცხიმისაგან. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ამ კურსთან ერთად აუცილებლად უნდა დალიოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი!

იმიტომ რომ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს წამალი, მისი მიღება მუდმივად არ შეიძლება. ნახშირი ორგანიზმიდან ტოქსინებთან ერთად სასარგებლო მინერალებსაც გამოდევნის. ამიტომ, ეცადეთ ეს წამალი ბოროტად არ გამოიყენოთ და გააკეთოთ პატარა შესვენებები.
კანის დაავადებები

ძველად ექიმბაშები დაფხვნილი ნახშირით არჩენდნენ კანის სხვადასხვა დაავადებებს, გამონაყარს და გაღიზიანებას. ნახშირი კურნავს ისეთ რთულ დაავადებებსაც, როგორებიცაა ფსორიაზი და ფუფხი ადრეულ სტადიაში. ასევე გამოგადგებათ ალერგიული გამონაყარისას კანზე. რა თქმა უნდა თვითონ ალერგიას უმჯობესია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებით ებრძოლოთ, მაგრამ მის შედეგებს კანზე – ნახშირით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზესა და სიმსუბუქეს!

მიმაგრება: 0546994.jpg (2.2 Kb)


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » საოცარი ნახშირი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: