ს ა ლ ხ ი ნ ო - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » ს ა ლ ხ ი ნ ო (Salkhino)
ს ა ლ ხ ი ნ ო
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:38 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
საქართველოს ფარმაცევტულმა კომპანიამ ,,სალხინო” ფლაკონთან ერთად წამალი გამოუშვა კაფსულების სახით, რომელიც ტრადიციული მეთოდით მცენარეული კომპონენტებისგანაა დამზადებული და სპეციალურ ქილაშია მოთავსებულია (105 კაფსულა).

”სალხინო” აწესრიგებს პირის ღრუს, სასუნთქი სისტემის პრობლემებს, აქრობს უსიამოვნო სუნს. აგვარებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ხსნის ტკივილებს, აძლიერებს იმუნიტეტს, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. მკვეთრად აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება.

”სალხინო” აწესრიგებს შარდ-სასქესო ორგანოების მოქმედებას, როცა შეიმჩნევა შენელებული და გახშირებული შარდვა, შარდვის დროს წვა, შარდსადენი ხვრელის ბაგეთა მიწებება, სუნი, გამონადენი, ტკივილი წელის, გავის ძვლის, თირკმელების არეში, შარდის წვეთ-წვეთად გამოყოფა, მოშარდვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა, აგვარებს თესლის ნაადრევ გამოყოფას, აღადგენს სექსუალურ სისუსტეს. რეკომენდირებულია მასტოპათიების, ჭრილობების, კანის, ლორწოვანი, ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების, კოლპიტის, პროსტატიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების, რინიტის, ბრონქიტის, პულპიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ნეფრიტის, რადიკულიტის, ბუასილის და სხვა ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის.

,,სალხინო” განსაკუთრებით კარგად ამჟღავნებს თავის ბაქტერიოციდულ თვისებებს, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის მიმართ. იგი მოქმედებს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ანთებით პროცესებზე, გამოაქვს ჩირქი ორგანოებიდან, ანთავისუფლებს მათ შლაკებისაგან და ნალექისგან. უნარი აქვს აღადგინოს ნეკროზული პროცესები. ის აგრეთვე რეკომინდირებულია კომპლექსური თერაპიის დროს, სხვა მედიკამენტებთან ერთად. პრაქტიკამ დაადასტურა ისიც, რომ ”სალხინო” სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ხსნის ტკივილს მკერდის, ბეჭის და იღლიის არეში. მასტოპათიების შემთხვევაში, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. თუ გამოიყენებთ ”სალხინო”-ს მშობიარობის შემდეგ (პროფილაქტიკის მიზნით), აიცილებთ მასტიტს და შეინარჩუნებთ ბავშვის კვებას საკუთარი რძით.

,,სალხინო”-ში შემავალი უნიკალური ნივთიერებების არსებობა და მისი უებარი სამკურნალო თვისებები შემოწმებულია და დამტკიცებულია სხვადასხვა ქვეყნების ათეულობით სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, კლინიკებსა და კათედრებზე. რეგისტრირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში. მიღებული აქვს სახელმწიფო პატენტები და ლიცენზია. თუ გავითვალისწინებთ ”სალხინო”-ს მაღალ სამკურნალო ეფექტს, სხვადასხვა დროს მიღებულ კლინიკურ-ლაბორატორიულ დასკვენს, ასევე, ათასობით მადლიერ პაციენტს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მისი მაღალეფექტურობა, მაშინ ”სალხინო”-ს სამკურნალო ეფექტი და ორიგინალობა თანამედროვე მეცნიერულ თვალსაზრისით საკამათო არ არის.

”სალხინო” ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული კომპონენტებისაგან მიღებული წამალია. ის ანალოგიური პრეპარატებისგან განსხვავდება მიღება-წარმოების ხერხით, ქიმიური შემადგენლობით, აქვს თავისებური სუნი და გემო. რაც შეეხება წამლის უებარ სამკურნალო თვისებებს, მდგომარეობს იმაში, რომ გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიებზე. უკუჩვენება აღმოჩენილი არ არის.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ფარმაცევტული ფორუმი » წამლები » ს ა ლ ხ ი ნ ო (Salkhino)
გვერდი 1 დან1
ძებნა: