ტეტანუსი - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ყველაფერი მედიცინაზე » ტეტანუსი (ეს ყველამ უნდა იცოდეთ)
ტეტანუსი
wolfთარიღი: კვირა, 2009-04-26, 1:00 PM | შეტყობინება # 1
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტეტანუსი ძალიან გავრცელებულია ყველა ქალაქში, და პატარა ნაკაწრის დროსაც კი შეიძლება დაგემართოთ:
ტეტანუსის ჩხირები შუნაური ცხოველების ნაწლავებიდან განავალთან ერთად გამოიყოფიან და აბინძურებენ გარემოს. ნიადაგში ისინი მკვრივ გარსს იკეთებენ და ასეთი სპორას ფორმით წლების მანძილზე ინახავენ ცხოველმყოფელობას. ადამიანი ავადდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა ბინძურდება ტეტანუსის სპორების შემცველი მტვირთა და მიწით. ბაქტერია იწყებს გამრავლებას დახურული ჭრილობის უჟანგბადო არეში და გამოიმუშავეს ძლიერ შხამს - ეგზოტოქსინს, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის მამოძრავებელ ნერვულ ბირთვებს და იწვევს კუნთების კრუნჩხვებს.

დაავადება იწყება ჭრილობის გაბინძურებიდან 2-25 დღის შემდეგ. რაც უფრო ხანმოკლეა ფარული პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. პირველი ნიშანია საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო კრიჭის შეკვრა (ტრიზმი), რის გამოც გაძნელებულია პირის გაღება და ღეჭვა. ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი და უვიწროვდება თვალის ნაპრალი,რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის. შემდეგ ვითარდება კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმვა, რის გამოც ავადმყოფს თავი უკან აქვს გადაზნექილი. ამას მოჰყვება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები, გარდა ხელის მტევნისა და ფეხის ტერფისა. წელისა და ზურგის კუნთის დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება. პერიოდულად ვითარდება შეტევითი და მეტად მძიმე კრუნჩხვებიც, რასაც ხელს უწყობს მცირედი გაღიზიანება-შეხება, სინათლის შუქი, ხმაური. ასეთი შეტევის შემდეგ ავადმყოფს უხვად მოსდის ოფლი.

დიაფრაგმიდა გულმკერდის კუნთების დაჭიმვის გამო გაძნელებულია სუნთქვა. გონება სრულიად ნათელია.

ტეტანუსით დაავადებული უნდა მოთვსდეს საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდება კომპლექსური მკურნალობა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ.

ტეტანუსის პროფილაქტიკისათვის მიწითა და მტვრით გაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში ქირურგიულ დამუშავებასთან ერთად უნდა ჩატარდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა. ბავშვების პროფილაქტიკური აცრა ხდება ყივანახველას, დიფთერიის და ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინით.


"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ყველაფერი მედიცინაზე » ტეტანუსი (ეს ყველამ უნდა იცოდეთ)
გვერდი 1 დან1
ძებნა: