ჩვენი საოჯახო აფთიაქი - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ჩვენი საოჯახო აფთიაქი
ჩვენი საოჯახო აფთიაქი
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:33 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ნებისმიერ დროს შეიძლება სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის წინაშე დავდგეთ. ამიტომ სასურველია, წინასწარ ვიყოთ მომზადებულები და გვქონდეს პირველი დახმარებისათვის სათანადო საშუალებებით უზრუნველყოფილი სამედიცინო აფთიაქი. ამისათვის გამოიყენეთ პატარა ჩანთა ან კოლოფი, რომელიც შეიძლება შეინახოთ მოხერხებულ ადგილას მანქანაში, სახლში, სამსახურში და სხვ.

რა საშუალებები უნდა იყოს ამ ჩანთაში აუცილებლად?

შესახვევი და დასამუშავებელი საშუალებები:

· სტერილური საფენები და ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისათვის;

· თვალის სპეციალური საფენები;

· შესახვევი მასალა: საფენები, ბინტები (დოლბანდის, ელასტიური, მწებავი, მილისებური), რომლებიც გამოიყენება ჭრილობის შეხვევის, ჭრილობაზე საფენების ფიქსაციისთვის, მოძრაობის შეზღუდვის, სისხლდენის შეჩერებისა და შეშუპების შემცირების მიზნით;

· სამკუთხედის ფორმის ქსოვილი - ჭრილობების შესახვევად და მოტეხილობის ფიქსაციისთვის;

· ბამბის ბურთულები– ჭრილობის გარშემო კანის დასამუშავებლად (გახსოვდეთ, ბამბით ჭრილობის დამუშავება დაუშვებელია!);

· მწებავი ფირი – ნახვევის დასამაგრებლად;

· ერთჯერადი ხელთათმანი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია განსაკუთრებით ჭრილობების დამუშავებისა და სისხლდენის შეჩერების დროს;

სამკურნალო საშუალებები:

ალბუციდი (სულფაცილ – ნატრიუმი) – თვალის წვეთები თვალის ანთებითი დაავადებების დროს (კონიუქტივიტების, რქოვანა გარსის ჩირქოვანი წყლულების დროს), უცხო სხეულით თვალის გაღიზიანების შემთხვევაში;

ასპირინი (ტაბლეტები 0,5გ} – ტკივილგამაყუჩებელი (თავის, სახსრების ტკივილის, სხვადასხვა ნევრალგიების, მტკივნეული მენსტრუაციის, ოსტეოქონდროზის დროს) და სიცხის დამწევი საშუალება (გრიპის, ბრონქიტების, ანგინის დროს). მიიღება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ

ბრილიანტის მწვანე(1% ან 2% სპირტხსნარი) – ანტისეპტიკური ხსნარი კანისა და ლორწოვანი გარსების ჭრილობების, ჩირქგროვების, გამონაყარის დასამუშავებლად.

ვალიდოლი (ტაბლეტები 0,06გ) – გამოიყენება გულის შეტევის (სტენოკარდიის), ნევროზების, ისტერიის დროს. თავსდება ენის ქვეშ, სანამ მთლიანად არ გადნება. ინახება მაცივარში.

ვალოკორდინი ან კორვალოლი – გამოიყენება ყრუ ტკივილისას გულის მიდამოში, გახშირებული და გაძლიერებული გულისცემის, უძილობის, ნევროზის, ნაწლავთა სპაზმის დროს. მიიღება 15-30 წვეთი 2-3 ჯერ დღეში.

იმოდიუმი ( კაფსულები) – ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალება. მიიღება კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ ფაღარათის შეწყვეტამდე.

ინდომეტაცინის მალამო – გამოიყენება კუნთის გაჭიმვის, კუნთის ანთების (მიოზიტის) დროს კანზე წასასმელად, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

იოდი (5% სპირტხსნარი) – ჭრილობის დასამუშავებლად ანტისეპტიკური საშუალება. იხმარება მიოზიტებისა და ნევრალგიების დროსაც (ისმევა კანზე ბადისებურად).

კალიუმის პერმანგანატი – ანტისეპტიკური საშუალებაა ჭრილობებისა და დამწვარი ზედაპირების დასამუშავებლად, ყელში გამოსავლებად ღია ვარდისფერი წყალხსნარის სახით.

ნიშადურის სპირტი (ამიაკის 10% ხსნარი) – გამოიყენება სუნთქვის სწრაფად ასაგზნებად გულის წასვლის დროს, მწერების ნაკბენზე საფენის დასადებად.

ნაფტიზინი (ან გალაზოლინი, ან სანორინი) –ცხვირში ჩასაწვეთებელი 0,05-0,1% ხსნარი, გამოიყენება 1-2 წვეთი სურდოს დროს ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად. უკუნაჩვენებია აჩქარებული გულისცემის, ჰიპერტონიის დროს.

ნო-შპა - ხმარობენ კუჭ-ნაწლავის სპაზმის, ნაღველ-კენჭოვანი და შარდ-კენჭოვანი დაავადებების შეტევის დროს.

პარაცეტამოლი (ტაბლეტები 0,5გ) – ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალება თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს

რეჰიდრონი – გამოიყენება წყლისა და ელექტროლიტების შესავსებად ღებინებისა და ფაღარათის შემთხვევაში. ერთი პაკეტი იხსნება ერთ ლიტრ ანადუღარ გაგრილებულ წყალში. მიიღება დღის განმავლობაში და ვარგისია 24 საათის მანძილზე.

სამედიცინო სპირტი (96%-იანი) _ გარეგანი სადეზინფექციო საშუალება.


სენადე - საფაღარათო საშუალება. 1-3 ტაბლეტი ერთ მიღებაზე (უმჯობესია ძილის წინ), პრეპარატის მოქმედება მჟღავნდება 8-10 საათის შემდეგ.

სუპრასტინი, ტავეგილი, კლარიტინი – ანტიალერგიული პრეპარატები, რომელთა ხანგრძლივი მიღება უმჯობესია მოხდეს ექიმის კონსულტაციით.

წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი) - სადეზინფექციო საშუალება. გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად, მაგ. ჭრილობების დროს, ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში (ტამპონის დასასველებლად) და სხვ.

სამედიცინო მოხმარების სხვადასხვა საგნები

· თერმომეტრი

· შპრიცები

· პიპეტები (თვალის, ცხვირის, ყურის წვეთებისათვის);

· სათბური

· ყინულის ბუშტი

· ოყნები (ბავშვის, მოზრდილის)

· მაკრატელი

· ლახტი

გახსოვდეთ!

პირველი დახმარების ნაკრები:

· მიუწვდომელი უნდა იყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის;

· უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას;

· პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს გამოყენებული შიგთავსის შევსების მიზნით.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ჩვენი საოჯახო აფთიაქი
გვერდი 1 დან1
ძებნა: