ტკიპისა და გველის ნაკბენები - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ტკიპისა და გველის ნაკბენები
ტკიპისა და გველის ნაკბენები
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:30 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ტკიპის ნაკბენი

ტკიპა არის პატარა ობობას მსგავსი არსება, რომელიც ბინადრობს ბალახზე ან ტყეში და შეიძლებავერც კი შეამჩნიოთ სიმცირის გამო. ის მაგრდება ცხოველის ან ადამიანის კანზე და წოვს მათ სისხლს. ტკიპის ნაკბენი მტკივნეული არ არის, მაგრამ როცა ტკიპა წოვს სისხლს, ეს ადგილი შუპდება, ზომაში იზრდება და ადვილად ჩანს. ტკიპას შეუძლია გადაიტანოს დაავადება და გამოიწვიოს ინფექცია.

თუ ტკიპას ამოიღებთ, გაატანეთ ის დაზარალებულს ექიმთან.

გველის ნაკბენი


დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
§ წყვილი ნაკბენი;
§ ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
§ შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
§ სუნთქვის გაძნელება;
§ მხედველობის დაბინდვა;
§ ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

§ მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
§ ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით;
§ მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს არტერიის გადაკეტვა;
§ ჩაატარეთ კიდურის იმობილიზაცია;
§ აკონტროლეთ ABC ;
§ მოახდინეთ სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.



il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ტკიპისა და გველის ნაკბენები
გვერდი 1 დან1
ძებნა: