ცხოველების ნაკბენი - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ცხოველების ნაკბენი
ცხოველების ნაკბენი
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:28 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.

ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი რომელსას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრია უპატრონო ძაღლი, რომელსაც არა აქვს ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა), წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

პირველი დახმარების მიზანი ცხოველების ნაკბენის დროს:

· სისხლდენის კონტროლი;

· ინფექციის რისკის შემცირება როგორც დაზარალებულისათვის, ისე თქვენთვის;

· სამედიცინო სამსახურის გამოძახება.

პირველი დახმარება ცხოველების ნაკბენის დროს:

ზედაპირული ნაკბენის დროს:

უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით 5 წუთის განმავლობაში;

ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ, დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;

ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს.

სერიოზული ჭრილობის დროს:

საჭიროა ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება პირდაპირი ზეწოლითა და დაზიანებული ნაწილის აწევით;

ჭრილობა დაფარეთ სტერილური საფენით და შეახვიეთ;

წაიყვანეთ ან გააგზავნეთ დაზარალებული სამედიცინო სტაციონარში.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ცხოველების ნაკბენი
გვერდი 1 დან1
ძებნა: