ტრავმატიზმი - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ტრავმატიზმი
ტრავმატიზმი
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:11 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
ტრავმატიზმი არის ადამიანთა სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. არჩევენ სხვადასხვა ტიპის ტრავმატიზმს: საყოფაცხოვრებო, საგზაო-სატრანსპორტო, ქუჩის, სპორტულს და სხვ.

ტრავმატიზმის შემთხვევებში, განსაკუთრებით, ეს ეხება საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმს, პირველი დახმარების გაწევისას უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესი სიფრთხილითა და ყურადღებით, რადგან ამ დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სახის მრავლობით დაზიანებას. დაზარალებული შეიძლება იყოს შოკის მდგომარეობაში, აღენიშნებოდეს სისხლდენა, მრავლობითი მოტეხილობები. ხშირია თვალით შეუმჩნეველი დაზიანებები, შინაგანი ორგანოების დაზიანების და შინაგანი სისხლდენის სახით, რაც სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია და მოითხოვს დაზარალებულის დაუყოვნებლივ გადაყვანას უახლოეს სამკურნალო სტაციონარში.

არსებობს აზრი, რომ ტრავმატიზმი ყოველთვის შემთხვევითია, მაგრამ ამჟამად დადგენილია, რომ საჭირო ყურადღებითა და უსაფრთხოების წესების სათანადო გამოყენებით შესაძლებელია ტრავმატიზმის რისკის საგრძნობი შემცირება.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » პირველადი დახმარება » ტრავმატიზმი
გვერდი 1 დან1
ძებნა: