კოშმარული სიზმრები - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ფსიქოლოგია » კოშმარული სიზმრები
კოშმარული სიზმრები
wolfთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 9:08 PM | შეტყობინება # 1
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კოშმარული სიზმრები ძილში სიარულთან, საუბარსა და ღამის შიშებთან ერთად პარასომნიური ბუნების ძილის დარღვევებს მიეკუთვნება, რომლებიც ძილის ყველაზე ღრმა სტადიაში წარმოიშობა. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს ტანჯავს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ღამის კოშმარები, რომლებიც მათ მოსვენებას გაღვიძების შემდეგაც არ აძლევს - ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ღამით ნანახის უსიამოვნო გავლენისა და ტყვეობის ქვეშ რჩება. რატომ ესიზმრებათ ღამის კოშმარები და რა წარმოადგენს მათ რეალურ საფუძველს?
მეცნიერთა ერთი ნაწილი კოშმარულ სიზმრებს ძილის დროს თავის ტვინის აქტივობათა შემთხვევით ცვლილებას მიაწერს, როდესაც მძინარე ტვინი ქორეოგრაფის მსგავსად ცდილობს საშიში სიუჟეტის მქონე სპექტაკლის დადგმას, მეორენი ასეთი სახის სიზმრებს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ დათრგუნული შიშებისა და სურვილების სიმბოლურ გამოსახულებად მიიჩნევენ, მესამენი ამტკიცებენ, რომ თითოეული მათგანი საშუალებას აძლევს ტვინს, გაიხსენოს რეაქცია უკვე მომხდარ საგანგაშო და ამაღელვებელ სიტუაციაზე.
არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ისინი შემთხვევითი ხასიათისანი არიან და არავითარი ღრმა ფესვები არ გააჩნიათ.
დღეისათვის ცნობილია კოშმარული სიზმრის 12 ნაირსახეობა, რომელთაგან სამს ყველაზე ხშირად ხედავენ ადამიანები. პირველი - ეს არის დევნა: ადამიანს ვიღაცა მისდევს და აუცილებლად იმისთვის, რომ რამე დაუშაოს. მეორე - შვილის, ახლობელი ადამიანის ან საკუთარი გარდაცვალებაა. მესამე - მძინარე ადამიანი ხედავს, რომ არაბუნებრივ გარემოშია, არამიწიერ არსებათა შორის, ან იმყოფება საიქიოში გარდაცვლილ ნაცნობ ან უცნობ ადამიანებთან ერთად. შესაძლოა, ადამიანი ხედავდეს კოშმარულ სიზმრებს, მაგრამ გამოღვიძებულს აღარ ახსოვდეს. ყველაზე უკეთ იმ კოშმარებს იმახსოვრებენ, რომელთა ნახვის დროსაც ეღვიძებათ. ასეთი შინაარსის სიზმრები ადამიანის ფსიქიკის შეუცნობელი მხარეების ერთგვარი ასახვა, მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია, რის გამოც კოშმარები ყველაზე ხშირად მარჯვენანახევარსფერული, ანუ მხატვრული ნიჭის მქონე ადამიანების ხვედრია. ამგვარი სიზმრებით ხდება ადამიანის ფსიქიკური დისკომფორტის, ემოციური სტრესის, შფოთვისა და შიშის ფონზე მიმდინარე დაავადების გამოვლენაც. ისინი, ჩვეულებრივ, დეპრესიული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, დაუცველი და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების ღამეული თანამგზავრია.
რატომ ესიზმრება კოშმარები მოსახლეობის მცირე ნაწილს და არა ყველას, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოშმარები ყველას ესიზმრება, უბრალოდ ყველა ვერ იმახსოვრებს მათ. კოშმარებით დატანჯული ადამიანები ხასიათით ნამდვილად განსხვავდებიან დანარჩენებისგან, კერძოდ, ისინი გაცილებით მეტად უგდებენ ყურს თავიანთ შინაგან შეგრძნებებს, აქვთ გაცილებით ცოცხალი წარმოსახვა და მათი აზრები უმეტესად ნეგატიურია, მაშინაც კი, როცა ამას თვითონვე ხვდებიან. ზოგადად, ეს ზომაზე მეტად გულღია და ძლიერ გულჩვილი ადამიანების ხვედრია.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს კოშმარულ სიზმრებს. ეს არის ზოგიერთი (უპირატესად - ცხელებით მიმდინარე) დაავადება, გარდამავალი ასაკის სირთულეებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, სამსახურში ან სასწავლებელში არსებული უსიამოვნო სიტუაციით გამოწვეული სტრესი, ცუდი დამოკიდებულება გარესამყაროსთან და ფსიქიკის მატრავმირებელი მოვლენები: მიწისძვრა, თავდასხმა. ამგვარ მოვლენებს შეუძლია, ადამიანში კოშმარული სიზმრების მთელი ციკლიც კი გამოწვიოს. გარდა სტრესისა და განცდებისა, რომელთაც დღის განმავლობაში განვიცდით, კოშმარის მიზეზად შესაძლოა იქცეს ალკოჰოლი, არასასიამოვნო სიუჟეტის მქონე წიგნი, საშინელებათა ჟანრის ფილმი, განსაკუთრებით - თუ ძილის წინ წავიკითხავთ ან ვუყურებთ.
აუცილებელია იმის დადგენა, ღამის კოშმარები ხომ არ უკავშირდება რომელიმე პრეპარატის მიღებას. არ არის გამორიცხული, საშინელი არსება, რომელიც ძილში მოსვენებას გიკარგავთ, სწორედ რომელიმე წამლის ფლაკონში ”იმალებოდეს”, რადგან საკმაოდ ვრცელია იმ სამკურნალო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც სიზმრების შინაარსის, ხარისხისა და ხანგრძლივობის უეცარ, მყისიერ ცვლილებას იწვევს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია წნევის დამწევი საშუალებები. ამგვარი მოქმედების თითქმის ყველა წამალს ახასიათებს უსიამოვნო შინაარსის სიზმრებისადმი ტენდენციის ზრდა. ასეთივე თვისება აქვს პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებსაც.
ხშირად ექიმები მონსტრების დასამარცხებლად პაციენტებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებას ურჩევენ, რაც ღამის კოშმარებს მართლაც ძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ კარგად გამოხატული ძილის დარღვევა და დიდი ხნის განმავლობაში ესიზმრებათ საშინელი სიზმრები.
ამგვარი ანტიდეპრესანტების დანიშვნისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგჯერ ეს პრეპარატები იმდენად ამოკლებენ ღრმა ძილის ფაზას, რომ სიზმრები სულ მთლად ქრება. ამიტომ ძილის დარღვევის ზოგიერთი ფორმისას ანტიდეპრესანტთა მიღება საერთოდ არ შეიძლება.
გამონაკლისია დეპრესიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც კოშმარები კიდევ უფრო თრგუნავს, ამიტომ უმჯობესიც კია, თუ მკურნალობის პერიოდში სიზმრებს საერთოდ არ ნახავს

დამატებულია (2009-04-25, 9:08 Pm)
---------------------------------------------
ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ქალები ღამის კოშმარებს მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად ხედავენ. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. უმთავრესი მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინრე ყოველთვიური მენსტრუალური ცვლილებებია, უფრო ზუსტად, სხეულის ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს ახასიათებს. განსხვავების მიზეზია ისიც, რომ უძილობა გაცილებით ხშირია ქალებში, კოშმარული სიზმრები კი ყველაზე ხშირად, მოგეხსენებათ ძილის დარღვევის თანამდევია. არსებობს მოსაზრება, რომ ქალები ზუსტად იმავე სიხშირით ხედავენ კოშმარებს, როგორითაც მამაკაცები. უბრალოდ, ისინი ყველაფერს კარგად იმახსოვრებენ და ხატოვნადაც ჰყვებიან, მამაკაცებს კი გამოღვიძების შემდეგ სიზმარი აღარ ახსოვთ. ქალების კოშმარები გაცილებით შემზარავი შინაარსისაა და გაცილებით ღრმა კვალს ტოვებს მათ ფსიქიკაზე, რადგან ქალებს მამაკაცებზე მდიდარი ფანტაზია აქვთ და მათზე ემოციურებიც არიან.
კოშმარული სიზმრები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევებს, ამიტომ მათთან ბრძოლა შიშველი ხელებითაც შეიძლება. საკმარისია, შთააგონოთ თავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, რომელიც გაღვიძებისთანავე უკვალოდ გაქრება. უნდა შეეცადოთ, გამოღვიძებისთანავე რამენაირად შეცვალოთ ნანახის სცენარი. ამისთვის კარგად გაიხსენეთ ნანახი, მისი შინაარსი და შეეცადეთ, გონებაში ფინალი თქვენთვის მისაღები სიუჟეტით შეცვალოთ, შემდეგ შეცვლილი სცენარი რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამას ყველაფერს დაიმახსოვრებს ტვინის შესაბამისი სტრუქტურები და გაიხსენებს ძილის დროს, რაც აუცილებლად აისახება სიზმრის შინაარსზე.
ღამის კოშმარები ყველაზე ხშირად შინაგანი, გადაუჭრელი ემოციური კონფლიქტების გამოძახილია, ამიტომ აუცილებელია, მათ შესახებ ახლობლებს ესაუბროთ. ასეთ დროს შედეგიანია გულახდილ საუბარს სანდო ადამიანთან, მეგობართან, ფსიქოთერაპევტთან, რათა მათთან ერთად დაადგინოთ, რა დგას ამ სიზმრების უკან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღამის კოშმარების გამშვები მექანიზმი შიშებია, რომელთაც მრავლობითი სახის მოლოდინი ახლავს, მაგალითად, როდესაც ადამიანი მიდის ჩაბნელებულ ქუჩაში, აქვს შიში, რომ შესაძლოა თავს დაესხას შეიარაღებული თავდამსხმელი, მაგრამ ამისთვის რეალურად საჭიროა თავდამსხმელი. დაძინების შემდეგ ეს განცდები ისე ფორმირდება, რომ ძილში თავდამსხმელი თვითონვე ჩნდება და იწყება ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია: ვხედავთ ყველაზე საშინელ სიუჟეტს, რომლის წარმოდგენაც კი ჩვენს ფანტაზიას შეუძლია.
საკმარისია, შევწყვიტოთ ფიქრი მოსალოდნელ საფრთხეზე, რომ კოშმარებიც გაქრება. გახსოვდეთ, ღამით, სიზმრებში, მთავარი მტერი თქვენი სულის სიღრმეში დამალული შიშია.
კოშმარულ სიზმრებს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ისინი ერთგვარად ეხმარება ტვინს იმ საგანგაშო და ამაღელვებელი მოვლენების გადატანაში, რომლებსაც შესაძლოა ადამიანი მომავალში გადაეყაროს. ისინი ექსტრემალური სიტუაციების რეპეტიციას წარმოადგენს - მოსალოდნელი საფრთხის ძილში გაცნობის შედეგ ადამიანი უკეთესად უმკლავდება მას რეალურ ცხოვრებაში.
ასე რომ, კოშმარული სიზმრების მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ მოიქცეს რეალურ სტრესულ სიტუაციაში.

შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ხუთსაფეხურიანი ფსიქოლოგიური ვარჯიშიც:
საფეხური პირველი: დაჯექით მოხერხებულად, მოეშვით. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი საშუალება, ყველაზე ხშირად კი პაციენტებს ვურჩევთ, შეიგრძნონ საკუთარი სუნთქვა და სწორედ მასზე შეაჩერონ ყურადღება. შეიგრძენით ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დაბინდეთ გონება ისე, თითქოს დასაძინებლად ემზადებოდეთ.
საფეხური მეორე: დახუჭეთ თვალები, უყურეთ კოშმარულ სიზმარს ხელახლა და მთლიანად განიცადეთ ის, რასაც ძილში განიცდით, ოღონდ ამ დროს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე და არა სიზმრის შინაარსზე.
საფეხური მესამე: ჩახედეთ შიშს თვალებში, შეიმეცნეთ, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად და რას უფრთხით, განაწყვეთ თავი მის დასამარცხებლად.
საფეხური მეოთხე: წარმოსახვაში მიეცით საშინელი სიზმრების გმირებს იმის საშუალება, აკეთონ, რაც უნდათ, წარმოიდგინეთ, რომ ამას შორიდან უყურებთ და შემდეგ ყოველივეს ვიღაცას უყვებით.
საფეხური მეხუთე: კარგად გაიაზრეთ, რას გთავაზობთ კოშმარული სიზმრის ისტორია, რამდენად შეუძლია მას თქვენი ცხოვრების შეცვლა და რამდენად არის ეს შესაძლებელი.
თუ ყოველივეს ბოლომდე გააზრებას შეძლებთ, აუცილებლად იპოვით გზას, კოშმარი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, რათა მისი ხელმეორედ ნახვა ყოველგვარი ნეგატიური გრძნობისა და ემოციის გარეშე შეძლოთ.


"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
stomboxთარიღი: კვირა, 2009-04-26, 1:22 PM | შეტყობინება # 2
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
me zalian xshirad vxedav sizmrebs da umetes shemtxvevashi mixdeba dry dry

il mio vivere è per voi
 
wolfთარიღი: კვირა, 2009-04-26, 8:20 PM | შეტყობინება # 3
ფსიქოლოგი და დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: ექიმი
შეტყობინებები: 21
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ise me am bolo dros sizmrebshi grdznoba maqvs, anu vtkvat kedels rom vexebi vgrdznob, rac dzalian ishviatia, adre eseti rame ar mqonda angry

"ღმერთს ქალი მამაკაცის უფროსად რომ დაეწესებინა-მისი თავისგან შექმნიდა,
მონად რომ დაეწესებინა-ფეხისგან,
მაგრამ რადგან მის მეგობრად და ცოლად დააწესა-ნეკნისგან შექმნა"
 
სამედიცინო ფორუმი » მედიცინა » ფსიქოლოგია » კოშმარული სიზმრები
გვერდი 1 დან1
ძებნა: