განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:10 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
განავლის გამოკვლევის დროს ყურადღება ექცევა მის რაოდენობას, ფერს, კონსისტენციას, რაც დამოკიდებულია საკვების რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე ნაწლავების პერისტალტიკაზე.

განავლის რეაქცია ანუ pH დამოკიდებულია ნაწლავების მიკროფლორის ცხოველმყოფელობაზე. როცა ბაქტერიების ცხოველმყოფელობა გაძლიერებულია, განავლის რეაქცია ტუტეა მასში ცილის დაშლის პროდუქტის - ამიაკის სიჭარბის გამო. მჟავე რეაქციას განაპირობებს ნახშირორჟანგისა და ორგანული მჟავეების სიჭარბე დუღილის პროცესების ხარჯზე. ლპობის დისპეფსიის მიზეზი ხშირად კოლიტია, ხოლო დუღილისა - ენტერიტები.

სისხლის პიგმენტები განავალში ჩვეულებრივ არ უნდა გამოჩნდეს. მისი აღმოჩენა მიუთითებს წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისტემის სიმსივნეებზე. ერითროციტების არსებობისას სავარაუდოა სისხლდენა ტრაქტის ქვემდებარე ნაწილებიდან, ხოლო ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენის შემთხვევაში სისხლი, ჩვეულებრივ, ზემოდანაა განავალზე.

ნაღვლის პიგმენტები: სტერკობილინი განაპირობებს განავლის ფერს. ბილირუბინი შეუცვლელი სახით განავალში გვხვდება გაძლიერებული პერისტალტიკის დროს ან ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების დიდი დოზებით მიღებისას, ნაწლავების მიკროფლორის დათრგუნვის გამო. განავალში ნაღვლის პიგმენტების არარსებობა (ამ შემთხვევაში განავალი უფეროა) მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე ან სანაღვლე გზების მექანიკურ დაცობაზე. სტერკობილინის რაოდენობის მომატებას იწვევს ნაღვლის გამოყოფის ან ერითროციტების დაშლის გაძლიერება.

განავლის მიკროსკოპიის დროს გადაუმუშავებელი შემაერთებელი ქსოვილი კუჭის არასაკამარის ფუნქციურ აქტივობაზე მეტყველებს. სახამებელი და ასევე ნეიტრალური ცხიმი განავალში საერთოდ არ უნდა იყოს. სახამებლის გამოჩენა წვრილი ნაწლავების დაავადებაზე მიუთითებს, ხოლო ნეიტრალური ცხიმისა (სტეატორეა) – ლიპაზის აქტივობის დაქვეითებაზე ან ნაღვლის არასაკმარის რაოდენობაზე მეტყველებს.

ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ნაწლავების ანთებაზე მეტყველებს, ხოლო ლორწოსთან ერთად მათი გროვებად გამოჩენა (ჩირქი) კი - მსხვილი ნაწლავის სერიოზულ დაავადებაზე (დიზენტერია, ტუბერკულოზი, სიმსივნე, წყლულოვანი კოლიტი). ეოზინოფილები ამებური დიზინტერიის გარდა ასევე დამახასიათებელია ჰელმითოზებისთვისაც.

ცალკე უნდა აღინიშნოს განავალში უმარტივესების (ამება, ლამბლია, ტრიქომონა და სხვ.) აღმოჩენისა და დიფერენცირების მნიშვნელობა. პათოგენური და არაპათოგენური ფორმების განსხვავება დიდ ყურადღებასა და გამოცდილებას მოითხოვს. ერთუჯრედიანები შესაძლებელია აღმოჩნდეს აქტიური, მოძრავი ფორმის (ისინი ადვილად იღუპებიან განავლის შენახვისას) ან უფრო მდგრადი ცისტების სახით. ამიტომ მათ აღმოსაჩენად განავალი უნდა გაისინჯოს მისი გამოყოფისთანავე ანუ თბილ მდგომარეობაში.

განავალში პარაზიტების - ჰელმითების (ჭიების) აღმოჩენა განავლის ანალიზის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ხშირად მას დამოუკიდებლადაც მიმართავენ. ჰელმინთები და მათი კვერცხები უმეტესად მაკროსკოპიულად გამოჩნდება, ხოლო მიკროსკოპიული კვლევის დროს ხდება მათი კვერცხების, ასევე განსაკუთრებით წვრილი ჭიების აღმოჩენა.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
გვერდი 1 დან1
ძებნა: