სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » შარდის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
შარდის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:09 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
შარდის ფერი შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ. სალიცილატები) ან საკვების (ჭარხალი, მოცვი) ზემოქმედებით. შარდის შეფერილობა პათოლოგიური ცვლილებით არის განპირობებული ჰემატურიის (შარდს აქვს ხორცის ნარეცხის ფერი) ან ბილირუბინურიის (შარდი ნარინჯისფერ-წითელია) დროს.

შარდის ტუტე-რეაქცია ძლიერდება პირღებინების ან კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს, ასევე საშარდე გზების ქრონიკლი ინფექციების დროს. მჟავიანობა იმატებს შაქრიანი დიაბეტის, თირკმელების ტუბერკულოზის, თირკმლის უკმარისობის დროს.

შარდის მომატებული ხვედრითი წონა მისი ნორმალური მოცულობის დროს გლუკოზურიისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო დაბალი ხვედრითი წონა – პოლიურიისათვის.

შარდის მიკროსკოპიის დროს ბრტყელი ეპითელის გამოჩენა დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობისა არ არის. რაც შეეხება თირკმლის ეპითელს, მისი არსებობა თირკმლის მძიმე პათოლოგიაზე მიუთითებს (ნეფრიტები, ინტოქსიკაციები, სისხლის მიმოქცევის მოშლა). იგივე ითქმის ცილინდრურიაზეც, რომელიც თირკმლის პარენქიმის დაზიანების სიმპტომია.

ფორმიანი ელემენტების (ლეიკოციტები, ერითროციტები) განსაზღვრისათვის გამოიყენება რამოდენიმე მეთოდი: ზიმნიცკის, ადის-კაკოვსკის (მათი განსაზღვრა ხდება სადღეღამისო შარდში), ამბურჟესა (1წთ-ში გამოყოფილ შარდში) და ნეჩიპორენკოს (1მლ შარდში). ისინი მოწოდებულია ფარული ლეიკოციტურიის აღმოსაჩენად, იმისათვის, რომ გაირკვეს, ლეიკოციტურია სჭარბობს თუ ჰემატურია, მათი ხარისხის შესაფასებლად და მკურნალობის პროცესში ავადმყოფზე დინამიური დაკვირვებისათვის.

ცილა უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება პროტეინურიას, იგი შესაძლოა იყოს გარდამავალი, დროებითი (ცხელების ან ინტოქსიკაციების დროს) ან შედარებით ხანგრძლივი - მრავალი კვირის ან წლების განმავლობაში. პროტეინურია შეიძლება განპირობებული იყოს პრერენალური (გამოწვეულია ცილების გაძლიერებული დაშლით ან ჰემოლიზით), რენალური (გამოწვეულია თირკმლის პათოლოგიით) და პოსტრენალური (გამოწვეულია საშარდე გზების ანთებით) მიზეზებით. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დღიურად დაკარგული ცილის რაოდენობას: 1გ ცილის დაკარგვისას პროტეინურია ზომიერად ითთვლება, 1-3გ ცილის დაკარგვისას - საშუალოა, ხოლო 3გ-ზე მეტის დროს – გამოხატული.

შარდში გლუკოზის გამოჩენა (გლუკოზურია) დამოკიდებულია სისხლში მის კონცენტრაციაზე (შაქრიანი დიაბეტის დროს), გარდა ამისა გლუკოზურია შეიძლება განვითარდეს ასევე თირკმელებში გლუკოზის ფილტრაცია- რეაბსორბციის დარღვევის (თირკმლის პათოლოგიის დროს), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების, ჰიპერთირეოზის, იცენკო-კუშინგის დაავადების, ღვიძლის პათოლოგიის დროს.

კეტონური სხეულების აღმოჩენა (კეტონურია) შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტისა და მკურნალობის რეჟიმის დარღვევით არის გამოწვეული.

ჯანმრთელი ადამიანის შარდში, როგორც წესი, პირდაპირი ბილირუბინის აღმოჩენა ვერ ხერხდება. ბილირუბინურია ახასიათებს ღვიძლის პარენქიმის დაზიანებასა და ნაღვლის გამოყოფის გაძნელებას (ობტურაციული სიყვითლე). ჰეპატიტებისა და ციროზებისათვის დამახასიათებელია ურობილინის რაოდენობის მომატება შარდში, ხოლო მისი არარსებობა სანაღვლე გზების სრულ ობტურაციაზე (ნაწლავებში ნაღველი საერთოდ არ გადადის) მიუთითებს.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » შარდის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: