შარდის ანალიზის შესახებ - სამედიცინო ფორუმი
სამედიცინო პორტალი
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » შარდის ანალიზის შესახებ
შარდის ანალიზის შესახებ
stomboxთარიღი: შაბათი, 2009-04-25, 10:08 PM | შეტყობინება # 1
რეანიმატოლოგი; დიაგნოსტიკოსი
ჯგუფი: მთავარი ექიმი
შეტყობინებები: 56
რეპუტაცია: 2
სტატუსი: Offline
შარდის ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც, კერძოდ შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს. ამიტომაც, ეს გამოკვლევა ხშირად ინიშნება ექიმების მიერ, როგორც სკრინინგული ტესტი და იგი ასევე შედის აუცილებელი გამოკვლევების ნუსხაში ნებისმიერ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში.

შარდის გამოკვლევის დროს ხდება:

· შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა;A

· შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, გემო, ხვედრითი წონა, pH) შესწავლა;

· შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);

· შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა.


შარდის შეგროვების წესი
· შარდის საერთო ანალიზის ჩატარების მიზნით შარდი უნდა შეგროვდეს დილით ანუ ეს ნიშნავს ღამის შემდეგ პირველად მოშარდვისას შარდის მთელი პორციის შეგროვებას;
· შარდი უნდა შეგროვდეს სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ;
· ჭურჭელი უნდა იყოს ზედმიწევნით სუფთა და მშრალი;
· გამოკვლევამდე შარდის შენახვა შესაძლებელია გრილ ადგილას მხოლოდ 1,5სთ-ის განმავლობაში. შენახვისას კონსერვანტების გამოყენება არასასურველია, თუმცა შეიძლება დაშვებული იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
· ნეჩიპორენკოს წესით გამოკვლევისათვის აღებულ უნდა იქნას დილის შარდის შუა ულუფა;
· ადის-კაკოვსკის წესით შარდის ანალიზის ჩასატარებლად შარდის შეგროვება ხდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში: დილით უნდა მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა, რის შემდეგაც შარდი გროვდება ერთ ჭურჭელში, რომელშიც არის 4-5 წვეთი ფორმალინი ან თიმოლის 2-3 კრისტალი. შარდი უნდა შენახულ იქნას მაცივარში;
· ზიმნიცკის წესით ანალიზისათვის შარდი გროვდება 24სთ-ის განმავლობაში, ყოველ 3 სთ-ში ცალკეულ ულუფებად;
· ამბურჟეს წესით ანალიზისათვის შარდის მოგროვება ხდება 3 სთ-ის განმავლობაში.


il mio vivere è per voi
 
სამედიცინო ფორუმი » ლაბორატორიული მედიცინა » სხვა გამოკვლევები » შარდის ანალიზის შესახებ
გვერდი 1 დან1
ძებნა: